სამართალი
სოფელ ვეჯინში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ცენტრალურ გზაზე, სასურსათო მაღაზიის წინ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
რა თანხაა წაღებული, უცნობია.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობისთვის, ასევე, მაღაზია, რომლის მიმდებარედაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატი წუხელ გატეხეს, გასულ თვეს გაქურდეს და დაახლოებით 200 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს.

| Print |
FaceBook Twitter Google