სამართალი
ვეჯინში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ნაკვეთის გამო დაიწყო. როგორც თანასოფლელები ამბობენ, მხარეებს აღნიშნულ საკითხზე უთანხმოება წლების განმავლობაში ჰქონდათ.

გარდაცვლილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილია.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.
| Print |
FaceBook Twitter Google