შემთხვევა
სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელ კუკური ჯამატაშვილს, გადაჭრილი სანადირო თოფიდან ფეხის არეში, საკუთარი სახლის ეზოსთან ესროლეს.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსს გადის. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადავო მიწის ნაკვეთს მოჰყვა.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხდეს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამაფრთლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google