საზოგადოება
სოფელ ვეჯინში კრივის დარბაზი გაიხსნა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, წმინდა გიორგის სახელობის რეაბილიტირებული კრივის დარბაზი გაიხსნა. პროექტი "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსდა.


"დარბაზი სამების ტაძრის წინამძღვრის მამა ილია ჭოველიძის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. სარემონტო სამუშაოები პირველი სართულის თითქმის ნახევარს ჩაუტარდა. მოეწყო სველი წერტილი, საშხაპეები, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. დამონტაჟდა რინგი, სადაც სპორტსმენებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ტურნირებისთვის კარგად მოემზადონ და უფრო კარგი შედეგი აჩვენონ"-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა.
დარბაზის გახსნას მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ვეჯინში  მამა ილია ჭოველიძის ხელმძღვანელობით კრივის დარბაზმა ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო.


| Print |
FaceBook Twitter Google