საზოგადოება
გურჯაანში ექსპერტიზის ბიუროს მშენებლობა განახლდება
ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩა ნომერ 4-ში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მშენებლობა კვლავ განახლდება.

აღნიშნულ მისამართზე მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. მას შემდეგ სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა.
როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
„სამუშაოები ორ ეტაპად გაიყო. კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულდა, ხოლო სამშენებლო ნაწილზე სატენდერო წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. ამის შემდეგ სამუშაოები განახლდება. “

შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, ამ ადგილას ულტრათანამედროვე შენობა უნდა აშენდეს, რომელიც სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით იქნება აღჭურვილი. უწყებისვე ინფორმაციით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დნმ-ის ანალიზი ჩაიტაროს და აიღოს ნარკოლოგიური ცნობა, ასევე მოხდება გარდაცვლილთა გამოკვლევა.


| Print |
FaceBook Twitter Google