საზოგადოება
ჭანდრის ბაგა-ბაღის გათავისუფლებულ მენეჯერს 3 000 ლარს გადაუხდიან
სასამართლომ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაგა-ბაღის გათავისუფლებული მენეჯერის, მარიკა ბიღიაშვილის მიმართ გამოცხადებული სასტიკი საყვედური ბათილად სცნო.
როგორც speqtri.ge-ს მისმა ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, მეორე საჩვარი სამსახურში აღდგენის საკითხს ეხებოდა. მხარეები მორიგდნენ და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება მარიკა ბიღიაშვილს 3 000 ლარს გადაუხდის.

„მის ინტერესში ნაკლებად შედიოდა 300 ლარიან ხელფასზე დაბრუნება. გათავისუფლებიდან დღემდე რა ხელფასიც ეკუთვნოდა, 3000 ლარამდე თანხას აუნაზღაურებენ, სამაგიეროდ ის აღარ დაბრუნდება სამსახურში. ხელფასი ძალიან დაბალია და ამხელა ასუხისმგებლობის აღება იმ დაპირისპირების ფონზე, რომელიც არსებობდა ხელმძღვანელობასა და მას შორის, აღარ ღირდა. ვარჩიეთ, რომ კომპენსაცია მიგვეღო.“

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაგა – ბაღის მენეჯერი მარიკა ბიღიაშვილი გასული წლის 15 აპრილს გაათავისუფლეს. მას რამდენიმე ცალი 40 თეთრიანი ტუალეტის ქაღალდის, 15 თეთრიანი სამზარეულოს სახეხი ნეჭას, მტვრის ტილოს და მათეთრებელი თოლიას სავარაუდო მითვისებას ედავებოდნენ.

მარიკა ბიღიაშვილი კი აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება წინასაარჩევნოდ,  პოლიტიკური ნიშნით მოხდა.


| Print |
FaceBook Twitter Google