საზოგადოება
ჭანდრის ბაღის მენეჯერი გაერთიანების ხელმძღვანელს უჩივის
ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა ჭანდრის ბაგა-ბაღის მენეჯერის მარინა ბიღიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, მენეჯერი თანამდებობიდან წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

სიბაშვილის თქმით, ყოფილ მეჯენერზე წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელი პირების მიერ ზეწოლა მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი ბაღში ჩატარებული მონიტორინგის დროს საოფისე ინვენტარის - ტუალეტის ქაღალდისა და ღრუბელის მითვისებაში დასდეს ბრალი და გაათავისუფლეს. ადვოკატს სასამართლოში ორი სარჩელი აქვს შეტანილი: მენეჯერისთვის გამოცხადებული საყვედურის გამო და თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.
„ყველაფერი 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც მარინა კენჭს იყრიდა დამოუკიდებელ კანდიდატად ჭანდარში. 2015 წლიდან უკვე დაიწყო პიროვნების შევიწროება, პირდაპირი მითითება იყო, რომ დაწერე განცხადება და წადი სანამ ჩვენ გაგაგდებთო. ეს მეორდებოდა სისტემატურად. როდესაც კენჭს იყრიდა, მასთან არაერთხელ მივიდა, რაიონის ხელმძღვანელობა და კატეგორიულად მოსთხოვა მოეხსნა კანდიდატურა. მან უარი განაცხადა და ბოლომდე იბრძოლა. სხვა რომ ვერაფერი მოუძებნეს, დაუთვალეს 15-20 ლარის სამეურნეო საქონლის სისწორე. ისინი ცდილობენ ბიღიაშვილს მოედავონ სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ თურმე მას არასწორად აქვს ნაწარმოები სამეურნეო საქონლის ჩამოწერის უწყისი.“ -აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა.

მარინა ბიღიაშვილის განმარტებით, მასზე დევნა არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო.
„ჩემზე დაიწყო, როგორც პიროვნული, ასევე თანამდებობრივი დევნა. გაერთიანების დირექტორი მაფრთხილებდა: მე მაქვს დავალებული გაგათავისუფლო თანამებობიდან ნებისმიერი მოტივით და თუ შენ თვითონ მიიღებ გადაწყვეტილებას, უკეთესი იქებაო. არ ვაპირებ ჩემი პოზიციების დათმობას, მე ღირსეულად ვცხოვრობდი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად! ყოველთვის წარმატებული მენეჯერი ვიყავი,“-აღნიშნა მან.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ მენეჯერის გათავისუფლება არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სამართლიანად მოხდა.
„გასული წლის ოქტომბერში მარინა ბიღიაშვილს გამოეცხადა საყვედური სამსახურში დაგვიანებისთვის, დეკემბერში მიეცა გაფრთხილება. მარტში გაკეთდა მონიტორინგი და სასტიკი საყვედური გამოეცხადა და შესაბამისად, მიეცა ორთვიანი ვადა არსებული დარღვევების გამოსასწორებლად. აბსოლიტურად სამართლიანად არის განთავისუფლებული. “-აღნიშნა მან.

როგორც გიორგი სიბაშვილმა განმარტა, უკვე მოხდა მარინა ბიღიაშვილის დაკითხვა და ჩატარდა შესაბამისი პროცედურები.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა
მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
17:05 / 25.04.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 19 / 30 °C
img
საგარეჯო 18 / 28 °C
img
დ.წყარო 16 / 25 °C
img
სიღნაღი 18 / 32 °C
img
ლაგოდეხი 18 / 27 °C
img
ყვარელი 19 / 30 °C
img
თელავი 18 / 28 °C
img
ახმეტა 17 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.