3 მაისიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდება
13:34 / 01.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე ნანა ჭაბუკაძემ
წარადგინა.
ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50
თეთრი განისაზღვრა. გურჯაანის მერიის გადაწყვეტილებით,
სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასო
იქნება.
საშეღავათო ფასებით
ისარგებლებენ:
პენსიონერები
საქართველოს უკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები,
დევნილები
ომისა და თავდაცვის ძალების
ვეტერანები
შშმ პირები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში
მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100
ათასს
მრავალშვილიანი მშობელი, რომელიც
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს
მარტოხელა მშობლლის სტატუსის
მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება
150 ათასს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი მაჭავარიანის თქმით, უკვე
დადგებილია შესაბამისი მარშრუტები, რა მიმართულებითაც ავტობუსები
იმოძრავებენ.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტობუსები სამი მაისიდან დაიწყებს
მოძრაობას.
მერიამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე ჩაუშვა შემდეგი
ინიციატივა - წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტში მოძრაობის მარშრუტები და
ტარიფები. ორივე საკითხი საკრებულომ დაამტკიცა, ძალაში შევიდა.
ტარიფი იქნება ავტობუსის 1 ლარი. იქნება შეღავათები ნახევარფასიანი და
მოსწავლეებზე იქნება უფასო მგზავრობა.
მარშრუტი იქნება როგორც ქალაქში მოძრაობის, ასევე იქნება
კალაური-კახიფრის მიმართულებით, კარდენახის მიმართულებით და კაჭრეთის
მიმართულებით,“ - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.
ცნობისთვის, გადახდა განხორციელდება საქართველოს ბანკის პლასტიკურო
ბარათებით.
შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებმა, მათზე მორგებული
სპეციალური პლასტიკური ბარათის ასაღებად, აუცილებელია მიმართონ
საქართველოს ბანკის ფილიალებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში,
სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის
მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ
პარკში 12 საათიდან დაიწყება.
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე
ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან
განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართავენ.
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს
კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და
მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი
არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს
შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ
ფინანსების მართვის უნარები.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია.
თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით,
გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ
ხორციელდება.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები