საზოგადოება
პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება
2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება. ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

„მიღებული დოკუმენტის თანმახმად მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი წესით. ეს არის ასახული კოსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში, რაც შეეხება უფლებამოსილების ვადას, ერთჯერადად ჩვენ დავთანხმდოთ შემოთავაზებას, რომ 6–წლიანი იყოს მომდევნო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი. ეს უკავშირდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ვენეციის კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას იმ პირობებში მიესალმება, როცა პარლამენტი სრულად პროპორციული სისტემით იქნება არჩეული. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ხდება და ის 2024 წლიდან შედის ძალაში, ხოლო პრეზიდენტის არჩევნები 2023 წლისათვის უნდა ჩატარდეს, გასათვალისწინებელია ვადის ერთი წლით გახანგრძლივება 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google