საზოგადოება
"დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ" - საქართველოს პრეზიდენტი თელავის უნივერსიტეტში იმყოფება
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას მართავს. მისი განცხადებით, კამპანიას- "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ", თელავიდან იწყებს.
კამპანიის მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

"წელს 100 წელი სრულდება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებიდან, ეს არის უმნიშვნლოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ კარგად ამ თარიღის მნიშვნელობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდებისთვის გამოცხადდება ესეების კონკურსიც და საზეიმოდ აღინიშნება წლევანდელი 26 მაისი.,"- განაცხადა გიროგი მარგველაშვილმა  სტუდენტებთან შეხვედრის დროს.







| Print |
FaceBook Twitter Google