საზოგადოება
უნდა შეიქმნას სწორი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების საკითხში - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეიზდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ხვდება. ქვეყნის პირველმა პირმა კომენტარი შრომის უსაფრთხოების საკითხზეც გააკეთა.
"ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია. მხოლოდ მაშინ კი არ უნდა წამოიწიოს წინ ამ საკითხმა, როდესაც იზრდება ლეტალური შემთხვევების რაოდენობა. საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბიზნეს სექტორთან, პროფკავშირებთან და მიღებული ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე უნდა შეიქმნას სწორი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების საკითხში,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google