ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს ვეჯინში კონტაქტი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები 27 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა დამაკმაყოფილებელია. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

„ამ ეტაპზე ჯერ არაფერი ვიცით, მივალთ ეხლა ოჯახში და ყველაფერს დავადგენთ. მემგონი საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ახალგაზრდა თბილისში ცხოვრობს და სტუმრად იყო ვეჯინში დედ-მამასთან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მარტო ოჯახის წევრებთან ჰქონდა შეხება. ტესტირება ჩატარდება მხოლოდ კონტაქტირებულებთან. “

შეგახსენებთ, რომ ვეჯინში კორონავირუსი მამაკაცს გუშინ დაუდასტურდა. ის ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს და კოვიდ-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google