სპორტი
ვეჯინის კრივის კლუბის სპორტსმენების წარმატება
თელავში გამართულ თელაველი მწვრთნელების ხსოვნისადმი მიძღვნილ საქალაქთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა მოკრივეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

ვეჯინის „წმინდა გიორგის“ სახელობის კრივის წრის დამფუძნებლის მამა ილიას თქმით, შედეგებით კმაყოფილია.
„ხუთი ბიჭი გვყავდა წაყვანილი. აქედან სამმა პირველი ადგილი აიღო, ერთმა მეორე და ერთმაც მესამე. უფრო მეტიც შეგვიძლია, ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. ბევრ ტურნირზე გავხდით პრიზიორები, ისეთებზე რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბელარუსიის, სასომხეთის და აზერბაიჯანის სპორტსმენები. შემოდგომაზე ჩატარდება გურჯაანის ღია ტურნირი და ალბათ იქ უფრო უკეთეს შედეგებს ავიღებთ.“

როგორც პირველი ადგილის მფლობელმა ნიკა თვალმიხელაშვილმა აღნიშნა სხვადასხვა ტურნირებში სისტემატიურად იღებენ მონაწილეობას.
„ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო ეს ტურნირი. „წმინდა გიორგის“ სახელობის კლუბიდან ხუთი ბიჭი ვიყავით წასული. ვფიქრობ ძალიან დიდი წარმატება იყო ჩვენთვის. ვიჩხუბე საგარეჯოელ ბიჭთან და დავამარცხე. მომავალში ვეცდებით გავაუმჯობესოთ შედეგები.“

პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: 48 კილოგრამ წონითი კატეგორიაში - ნიკა თვალმიხელაშვილი; 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ოთარ ჩახვაშვილი; 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში -საბა ჭანყოშვილი.
მეორე ადგილის მფლობელი გახდა: 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში - გიორგი სიმონიშვილი და მესამე ადგილზე გავიდა 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ბექა მთივლიშვილი.





| Print |
FaceBook Twitter Google