ქრონიკულად დაავადებული მოწყვლადი ჯგუფის წევრები მედიკამენტებს 1 ლარად შეიძენენ
დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შედის ცვლილება, არსებული დიფერენცირება იხსნება, რის შედეგადაც, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, პენსიონრებს და სხვა ჯგუფებსაც შესაძლებლობა ექნებათ წამლები შეიძინონ 1 ლარად. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, კერძოდ: გულსისხლძარღვთა დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებისთვის. საზოგადოებას ვპირდები, გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ .


| Print |
FaceBook Twitter Google