თეგი : მედიკამენტები
სტატიები

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი
აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ
შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება.
კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ
მოქმედებს.
13:27 / 20.12.2023

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეული ფარმაცევტული კომპანიების
მხრიდან ფასების ხელოვნურად გაზრდის შესახებ საუბრობს და აცხადებს,
რომ საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებს, რომლებზეც
რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და სახელმწიფოს მიერ საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
15:34 / 23.03.2023

დღეიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები ამოქმედდა.
შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო
მოვაჭრე ვალდებულია, წამლებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული
რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.
12:53 / 15.02.2023

2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს
იმას, რომ სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს,
რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია. წამლის
კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, პარლამენტს განსახილველად
გადაეგზავნება.
10:46 / 10.11.2022

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი
გაფართოვდა.
12:54 / 05.10.2022

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის განვლილ
პერიოდში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინა. როგორც
ირკვევა, აღნიშნული აფთიაქებში შესაბამისი ნებართვის გარეშე ყიდდნენ
სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
11:05 / 03.08.2022

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს.
17:55 / 05.04.2022

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე
დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე სამ
დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.
12:12 / 22.03.2022

Საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა
თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე.
12:08 / 07.03.2022

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით,
პირველი მარტიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა
დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული
ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3
რეცეპტის საშუალებით.
14:14 / 25.02.2022