მივიწყებული ხელობის სადარაჯოზე - ფატმა მამედოვას ხალიჩები საქართველოს ფარგლებს გასცდა [Video]
10:12 / 13.03.2021
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 62 წლის ფატმა მამედოვა
პროფესიით დაწყებითების პედაგოგია, თუმცა ამჟამად ლამბალოს საბავშვო
ბაღში მუშაობს.
მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა - ხალიჩების ქსოვა - ბავშვობაში
ისწავლა.
დღემდე ინახავს სკივრს წარწერით - გილოცავთ ქორწინებას, რომლითაც
ოჯახში საკუთარი მზითვი მიიტანა. ამ სკივრში, სხვა საოჯახო ნივთებთან
ერთად, აღმოაჩენთ მისი ხელით მოქსოვილ თუნგის მოსაკიდებელ, ასევე
ცხენის დასაბმელ თოკს.
როგორც ფატმა გვიყვება, მაშინ ახალი პატარძლები თუნგით გამოდიოდნენ
წყაროზე, გოგონებთან ერთად, და ტკბილეულსაც არიგებდნენ ამ
რიტუალზე.
მზითვში საკუთარი ხელით მოქსოვილი ხალიჩებიც წაიღო.
-„ერთი მოქსოვლი მაქვს 1979 წელს, მეორე -1980 წელს, რომელზეც ჩემი
სახელი ჩავაქსოვე - ფატმა. ჩემს შვილიშვილსაც ფატმა ჰქვია. ამ ხალიჩას
სწორედ მისთვის ვინახავ.“
ქსოვას მეზობლებსაც ასწავლის. მათ იმ ხალიჩების შექმნაშიც ეხმარება,
რომლის შეკვეთაც უცხოელებისგან მიიღეს.
ამბობს, რომ ამ ხალიჩას სამი ადამიანი ქსოვს და მის დასრულებას ერთი
თვე სჭირდება.
-„თბილისში იმართება გამოფენა, სადაც უცხოელები ჩამოდიან და კარგ ფასს
იხდიან,“ - ამბობს ფატმა.
ქსოვა ბავშვობაში, 11-12 წლის ასაკში დედისგან და ბებიისგან
ისწავლა.
როდესაც ისინი ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები, ფატმა მათ საქმიანობას
ადევნებდა თვალს.
-„მაშინ ტრადიცია იყო, ყველას სახლში ჰქონდა საქსოვი დაზგა და მთელი
სოფლის ქალები ამით იყვნენ დაკავებულები.
ცხვარი ჩვენი გვყავდა, ვპარსავდით, მატყლს ვჩეჩავდით . ქალები
ერთმანეთს ვეხმარებოდით ამ საქმეში. შემდეგ ჯარაზე ძაფს ვართავდით და
ვღებავდით. ძაფს ვაშრობდით და ხალიჩის ქსოვას ვიწყებდით.
ამ ხალიჩის მოსაქსოვად, 30 კილოგრამი მატყლია საჭირო,საიდანაც
23 კილო ძაფი გამოდის. საქსოვად სხვადასხვა სისქისა და ხარისხის
ძაფი
გვჭირდება. ნაპირებიც განსხვავებული ძაფით, სხვა პრინციპით უნდა
დამუშვდეს, რომ ხალიჩა არ დაიშალო და უფრო გამძლე გამოვიდეს.“
ამბობს, რომ ამ ხელობის მიმართ ინტერესი გაქრა. ხალიჩების ქსოვით დღეს
ბევრი არ არის დაინტერებული, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, სიამოვნებით
შეასწავლის.
ეიმედება, რომ მისი შვილიშვილი მის საქმიანობას გააგრძელებს.
-„ჩემს შვილიშვილს ქსოვა ძალიან აინტერესებს. ეხლა ჟაკეტს და ქუდს
ვუქსოვ და სულ მეუბნება, მეც მასწავლეო. ჩხირებს მართმევს და ცდილობს
მოქსოვოს.“
5 წლის ფატმა ბებიას გვერდიდან არ სცილდება და მის საქმიანობას
ყურადღებით ადევნებს თვალს, ისევე როგორც თავად იქცეოდა
ბავშვობაში.
ბებიას მოსახელემ სკივრიც თავად ჩაკეტა საგულდაგულოდ და გასაღებსაც
თავისი ადგილი მიუჩინა...
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის
რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური
ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად
იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და
უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი
მთავარია.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული
ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი
თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები