ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
მათივე თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის
სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2
მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
“პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია,
პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და
იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და
საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები
განახორციელებენ.”-აცხადებენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ღვინისა და
ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა
და ფესტივალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის
ქვეყნებში.
როგორც ცნობილია, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და
ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია
ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის
მოხმარების კულტურის გაზრდისთვის.
მასალის გამოყენების პირობები