ვიდეო
სუვენირებიდან თექის ბარელიეფამდე - ბუწაშვილების ოჯახური შემოქმედება[video]
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბეში მცხოვრები ბუწაშვილების ოჯახში წლებია, რაც ერთობლივად მუშაობენ და ქმნიან თექაზე შესრულებულ შედევრებს.

61 წლის მარიკა ბეროშვილი 2008 წლიდან დაეუფლა თექაზე მუშაობის ხელოვნებას. რის შემდეგაც, აღმოჩნდა, რომ საქმიანობით მისი შვილებიც დაინტერესდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობები მარიკას მეუღლემ, ზურაბ ბუწაშვილმაც აღმოაჩინა.

საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE-სთან საუბარში, ზურაბ ბუწაშვილი ყვება, რომ ბავშვობაში კარგად ხატავდა, თუმცა მშობლებს სურდათ, ინჟინერი გამოსულიყო. ამის მიუხედავად, იგი უნივერსიტეტში ლექციებს არ ესწრებოდა და ამ დროს ოქრომჭედლობას ეუფლებოდა.

მისთვის ოქრომჭედლობაც მეტად მარტივი და ნაკლებად საინტერესო საქმიანობა აღმოჩნდა, რის გამოც თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთ სფეროში - თექაზე ბარელიეფური ნამუშევრების შექმნაში გამოსცადა. ეს ამბავი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მეუღლემ ერთხელ დახმარება სთხოვა.

„ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი თექაზე მუშაობდნენ სახლში და მივეხმარე პატარა დეტალის, ჭიამაიას გაკეთებაში. მერე ჩემს შვილიშვილს უნდოდა მიშა და მაშა, მულტფილმს უყურებდა ხოლმე, ვცადე [თოჯინის გაკეთება] და გამომივიდა.

ამის შემდეგ, კიდევ უფრო გავართულე და გადავედი პორტრეტებზე. სანამ [ნამუშევარი] თავად არ მომეწონება, იქამდე თავს არ ვანებებ. თანაც ვაძლევ მოცულობას და მოცულობა რომ ეძლევა, უფრო სხვანაირი ჩანს- გამოდის უფრო ბარელიეფის სტილში,“ - გვიყვება ზურაბ ბუწაშვილი.

იგი თექაში აცოცხლებს ისეთი ბუმბერაზი მხატვრების ნამუშევრებს, როგორიცაა რაფაელი, მოდილიანი, ფიროსმანი, თუმცა საავტორო ნამუშევრებიც მრავლად აქვს, მაგალითად, „რძლის პორტრეტი“, „უცოლშვილო კაცი“. თვალშისაცემია აგრეთვე მისი შექმნილი ნაცარქექიას ფიგურა.

„სახეზეც ეტყობა, რომ, რაღაცა მატყუარა, ქლესა, გაიძვერა კაცია. ძალიან მიყვარს, როდესაც ასეთ რამეს ვაღწევ. ეს თავიდან ბოლომდე ჩემი წარმოსახვით არის შექმნილი,“ - ამბობს ზურაბ ბუწაშვილი.

ბუწაშვილების პატარა სახელოსნო ამ დროისთვის, სიღნაღის ცენტრშია განთავსებული. მათი ნამუშევრებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტი ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბუწაშვილს ნამუშევრებთან განშორება არ უჭირს. მისთვის სასიხარულოა, როდესაც მის შემოქმედებას მნახველი აღტაცებაში მოჰყავს და ნამუშევრის შეძენა სურთ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş