მორიგი აქცია გურჯაანის „გლეხურ ბაზარში“
ამ წუთებში გურჯაანის „გლეხურ ბაზარში“ აქცია მიმდინარეობს. პროტესტი იმ მოვაჭრეებმა გამოხატეს, რომელთა ჯიხურებიც რამდენიმე კვირის წინ ბაზრის მფლობელებმა დაანგრიეს. აქციას შეუერთდნენ იმ მაღაზიის მეპატრონეები, რომლებიც ბაზრის გასარემონტებელ ტერიტორიაზე ვაჭრობენ.

„წუხელ ღამით კიდევ დაანგრიეს ორი ჯიხური, მოიტანეს სინკარები და ქვემოთ კარებში ჩახერგეს. ფაქტობრივად ჩვენი საკუთრებით ვერ ვსარგებლობთ. მომხმარებელი ჩვენამდე ვერ მოდის. მათ კანონით ამის უფლება არ გააჩნიათ. საპასუხოდ ჩავკეტეთ ბაზრის ორივე კარები, თუ ჩვენ არ გვაქვს მუშაობის საშუალება, არც იმათ უნდა იმუშაონ. გვითხრეს, რომ ორ დღეში აიღებენ სინკარებს და მაშინ ჩვენც ორ დღეში გავხსნით კარს.“ - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი, თინა აბელაშვილი.




მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი.
ადგილზე მობილიზებული არიან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

ამ წუთებში მიმდინარტეობს მოლაპარაკება აქციის მონაწილეებთან.

| Print |
FaceBook Twitter Google