საქართველომ COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტების ახალი დოზები მიიღო
საქართველოში ჩამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეძენილი მედიკამენტების ახალი პარტია - „ტოცილიზუმაბის“ 2000 და „რონაპრივის“ 500 დოზა.

აშშ-ის და ევროპის მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული მედიკამენტები Covid-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებს კოვიდ-კლინიკებში გაანაწილებენ. სამინისტროს ადრინდელი მონაცემებით, საქართველოში შემოტანილი იყო "ტოცილიზუმაბის" 3 775 ფლაკონი.

| Print |
FaceBook Twitter Google