საზოგადოება
სად არის შესაძლებელი თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების შეძენა
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე სამ დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს,

„იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-სა და „PSP“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ „ქსარელტოს“ შეძენა შესაძლებელი იქნება „GPC”-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად,“,- ვკითხულობთ სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

აფთიაქების მისამართები, სადაც შესაძლებელია ამ მედიკამენტების შეძენა იხილიეთ ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google