საზოგადოება
იორმუღანლოს ხიდი, შესაძლოა, ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს - ექსპერტიზის დასკვნა
იორმუღანლოს თემთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი მძიმე საექსპლოატაციო და არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაშია. 
ამის შესახებ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი.

ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით საგარეჯოს მუნიცილიტეტის მერიას სამოქალაქო აქივისტმა თოზუ გუმლმამადლიმ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან" ერთად სამი თვის წინ მიმართა. მერიამ კი, სამხარაულის ექსპერტიზას სთხოვა, დაედგინა ექვემდებარება, თუ არა ხიდი აღდგენა-რეაბილიტაციას.

დასკვნის მიხედვით, თუკი ხიდს გადაუდებლად არ ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რის დაშვებაც არ შეიძლება.

როგორც სამოქალაქო აქტივიტი, თოზუ გულმამადლი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, ხიდზე მოძრაობა უკვე სახიფათოა.

-"ეს ერთადერთი ხიდია, რაც გარესამყაროსთან გვაკავშირებს. ყოველდღე აქ ვმოძრაობთ და რეალურად ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ. არ ვიცით, როდის ვის რა დაემართება.

ამ ხიდზე დადიან სატვირთო მანქანებიც, ბაზართან ახლოსაა, კვირაში ორი დღე უამრავი ხალხი და მანქანა იყრის თავს. ვფიქრობთ, რომ დროულად უნდა მიხედოს სახელმწიფომ. ეს არ არის ისეთი თემა, რომ ველოდოთ, როდის ჩასვამენ ბიუჯეტში,"-ამბობს თოზუ გულმამადლი. 

როდის აპირებს მერია ხიდის რეაბილიტაციას?- ამ კითხვით   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ.

დამატებით ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.

| Print |
FaceBook Twitter Google