საზოგადოება
იორმუღანლოს მოსახლეობამ მერიას ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით მიმართა
იორმღანლოს მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ჩართულობით, თემში მოსახლეობის ხელმოწერები მოაგროვა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას რამდენიმე საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართა. ეს არის: იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ავარიული ხიდის რეაბილიტაცია, თემში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე საჯარო ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ამ საკითხებზე სასაუბროდ საინიციატივო ჯგუფი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ემზარ კუჭუაშვილს შეხვდა.
როგორც იორმუღანლოს თემში მცხოვრები თოზუ გულმამედლი ამბობს, მათ პრობლემებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე, მერიაში ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„მერის მოადგილესთან დეტალურად ვისაუბრეთ ამ პრობლემებზე და იმაზეც, რაც აღნიშნულ განაცხადში არ იყო. ვინაიდან ესენი ახალი არჩეულები არიან, ბევრ საკითხზე, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გვითხრეს, რომ ხიდის ექსპერტიზა დაჩქარებული წესით მოვითხოვეთო. ბაღზე არ მიგვიღია გადამწყვეტი პასუხი და არც ენის ბარიერთან დაკავშირებით ჰქონდათ ხედვები.

გადავწყვიტეთ, რომ საკრებულოზე ვისაუბრებთ ამ თემაზე ვრცლად და მერია დაგვპირდა, რომ თუ საკრებულოდან წამოვა ინიციატივა, ჩვენ მხარს დავუჭერთო. თუმცა ზუსტად არ ვიცით, რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი.

მაგალითად, სხვა მუნიციპალიტეტების მერიაში აფინანსებენ ენის კურსებს. მათი პასუხი ეს იყო, რომ სპეციალური მასწავლებლები არიან, ვინც ენას ასწავლიან, მაგრამ ჩვენი პასუხია ის, რომ ეს არ არის საკმარისი.“

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კახეთის ოფისის კოორდინატორი ანა პაჭიკაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, არსებული სამი საკითხიდან უპირველესად ხიდის პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ხიდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მაქანით რომ გავიარეთ, ზანზარებდა. ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომელიც უნდა მოაგვარონ, რაც შეიძლება სწრაფად.

როგორც მერიაში გვითხრეს, უახლოეს დღეებში ელოდებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს, რომ დაადგინონ ბურჯების გამაგრებაა საჭირო, თუ რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი, ანუ საიდან შეიძლება დაიწყონ პრობლემის მოგვარება.

ბაღს რაც შეეხება, იმის იმედად არიან, რომ სოკარი ააშენებს. თუმცა უკვე დიდი ხანია სოკარი პირდება ბაღის აშენებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ხდება. ამასთან დაკავშირებით არც მერიას აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება, ვნახოთ რას იზამენ.

ენობრივი ბარიერის პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწუხებთ, იმ ფონზე როცა მერიაში ერთი ადამიანიც არ არის, ვინც აზერბაიჯანული იცის. აქ ვიფიქრეთ, რომ შეიძლება საკრებულოში წამოიჭრას საკითხი და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ რომელიმე სამსახურში მოხდეს ენის მცოდნე მოქალაქის მიღება სამუშაოდ ან ინტეგრირება, რომ ელემენტარულად, საჯარო გადაწყვეტილება, რასაც მუნიციპალიტეტი აქვეყნებს, ის ითარგმნოს აზერბაიჯანულადაც. კი გვითხრეს, რომ ვაქვეყნებთო, მაგრამ რომ შეხვიდეთ მუნიციპალიეტის გვერდზე, მსგავსს ვერაფერს ნახავთ. მარტო ის, რომ მასწავლებელს გიგზავნი და უნდა ისწავლო ქართული ენა, არ არის გამოსავალი. ვიცით, რომ 40 წლის ადამიანი სკოლაში არ დადის და ენასაც ვერ ისწავლის. ეს არის პრობლემისგან თავის არიდება და ეს არ არის ეფექტური.“

როგორც ანა პაჭიკაშვილი ამბობს, მათი ორგანიზაცია დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დოკუმენტის წარდგენა და საკითხის საკრებულოზე დაყენება სამართლებრივ ჩარჩოებში მოხდეს. თუმცა, ამას რა რეალური შედეგები მოჰყვება, ჯერჯერობით პასუხის გაცემა უჭირს.

აქვე შეგახსენებთ, რომ თულარისა და ლამბალოს საზღვარზე ბაღი რომ აშენდება (გარდა იმ ბაღისა, რომელსაც სოკარი აშენებს) მერიამ მოსახლეობას ამის შესახებ დაპირება მიმდინარე წლის თებერვალში მისცა.

მერია ასევე დაპირდა მოსხლეობას, რომ ენის ბარიერისა და საჯარო ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას მოუგვარებდა და კონკურსის წესით მიიღებდა თანამშრომელს, რომელსაც ქართულიც ეცოდინება და აზერბაიჯანულიც.

ასევე თებერვლის თვეში speqtri.ge-სთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბექა ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდებოდა ტენდერი.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 22 °C
img
საგარეჯო 12 / 19 °C
img
დ.წყარო 11 / 17 °C
img
სიღნაღი 13 / 22 °C
img
ლაგოდეხი 11 / 19 °C
img
ყვარელი 13 / 22 °C
img
თელავი 12 / 21 °C
img
ახმეტა 11 / 21 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.