პირველად, ლაგოდეხელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა
მიიღონ ჯომარდობაში, რომელიც ფასანაურში, მდინარე არაგვის ხეობაში
გაიმართება.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ჯომარდობაში ჩაერთვება რეგისტრირებული პირველი 60 ახალგაზრდა.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, 27 ივლისს, პირველად,
ლაგოდეხელი ახალგაზრდები, ფასანაურში, მდინარე არაგვის ულამაზეს
ხეობაში ჯომარდობაში მიიღებენ მონაწილეობას. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-18 წლამდე ახალგაზრდებს, ვისაც გიყვართ
ექსტრემალური სპორტი, დაუვიწყარი თავგადასავლები და ჯგუფური, აქტიური
შეჯიბრი, შესაძლებლობა გეძლევათ, დარეგისტრირდეთ 25 ივლისის
ჩათვლით.“-აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით მომსახურებაში შედის:
• ტრანსპორტირება
• ჯომარდობა სრული ტექნიკური აღჭურვილობით
• ბურთებით თამაში
• ერთჯერადი კვება
გასეირნება:
• კვადროციკლით
• ცხენით
• ველოსიპედით
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 599381835
რეგისტრაციისთვის გადადით
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები