ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ცოდნისკარში
არსებული სპორტული მოედნის და საბავშვო გასართობი სკვერის მიმდებარედ
,ახალგაზრდებისათვის, დასასვენებელი სივრცის მშენებლობა დაიწყო.
„სოფელში უკვე არსებული, სპორტული მოედნისა და საბავშვო გასართობი
სკვერის მიმდებარედ, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე,
ახალგაზრდების მოთხოვნით დაიგეგმა. სკვერი კეთილმოეწყობა: დაიდგმება
სკამები, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგება, დაირგვება
ხეები, დამონტაჟდება განათებები. სამუშაოები უკვე დაიწყო და
სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.“-ამბობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
მერი ჯონდო მდივნიშვილი.
ცნობისთვის, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა
და ის, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 76 375
ლარით დაფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები