თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები გაორმაგებულ სტიპენდიას მიიღებენ
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტები, წლის ბოლოსათვის გაორმაგებულ სტიპენდიას აიღებენ.
უნივერსიტეტის განმარტებით, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში
თითქმის გაორმაგებულია სტიპენდიის მიმღები სტუდენტების რაოდენობაც და
გაზრდილი თანხა სტიპენდიანტი სტუდენტებისათვის, ოქტომბრის თვიდან
აითვლება.
"წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისათვის
სტიპენდიის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს
პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა , მთავრობის 11 სექტემბრის
სხდომაზე გამოაცხადა.
შესაბამისად, მიმდინარე სასწავლო წლიდან, საქართველოს უმაღლესი
სასწავლებლების 2500 სტუდენტის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 მიიღებს.
გასაცემი თანხის ოდენობა კი 150- დან, 300 ლარამდე
იზრდება."-აცხადებენ უნივერსიტეტში.
ცნობისთვის, სტიპენდიანტის შერჩევის პროცესში, საუნივერსიტეტო,
ინტელექტუალურ, სამეცნიერო , შემოქმედებით- კულტურული და იმიტირებულ
სასამართლო პროცესებში ჩართულობის კრიტერიუმების გარდა,
გათვალისწინებულია სოციალური ფაქტორებიც.
მასალის გამოყენების პირობები