ქართულმა ღვინოებმა IWSC-ის კონკურსზე 18 ოქროს, 71 ვერცხლის და 196 ბრინჯაოს მედალი აიღეს
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.

როგორც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ამბობს, ეს კონკურსი ქართულ ღვინოებისთვის არის ახალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა.

„საქართველო არის ღვინის სამშობლო და შესაბამისად, აქ უნდა მოხდეს კონცენტრირება ამ რეგიონში და არამარტო ამ რეგიონში არსებული ღვინოების და უნდა შედარდეს და გაისინჯოს აქაუღ ღვინოებთან ერთად. დეგუსტატრორები, რომლებიც არიან ჩამოსულები, აგრეთვე არიან მნიშვნელოვანი და დიდი ქსელების შემსყიდველები, რაც ცხადია ქართული ღვინის ახალი ბაზრების გახსნის შესაძლებლობაა. ბევრმა მათგანმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ამ თემებთან დაკავშირებით.“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.

წლევანდელ კონკურსს დადებითად აფასებენ საერთაშორისო მსაჯები.

"გაოცებული ვარ. ეს ჩემი მეორე მოგზაურობაა საქართველოში, პირველად 4-5 წლის წინ ვესტუმრე. მას შემდეგ ღვინის ხარისხი საკმაოდ გაზრდილია. დიდად ვისიამოვნეთ უმაღლესი დონის ღვინოებით დეგუსტაციითა და შეფასებით,” - ამბნობს ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი.

კონკურსი უკვე დასრულდა და შედეგები ცნობილია. სულ 18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაოს მედალი გაიცა. აქედან ქართულმა ღვინოებმა დაიმსახურებს 18-ვე ოქრო, 71 ვერცხლი და 196 ბრინჯაო. რაც შეეხება დანარჩენ მედლებს, 1 ვერცხლის მედალი და 22 ბრინჯაო აიღეს სომხეთის კომპანიებმა და 2 ბრინჯაო აზერბაიჯანულმა კომპანიებმა.

კონკურსის ოქროს მედალოსნები არიან:

  • საოჯახო მეღვინეობა მილდიანი
  • ასკანელი
  • ბადაგონი
  • ექიმის ბიო-მარანი
  • კარდანახი 1888
  • ქართველი
  • ლიონიძის ზვარი
  • ალაზანი
  • ბრიცა
  • კახეთი
  • საწნახელი
  • უფლისციხის მამული
  • ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო
  • ვაზისუბნის მამული

გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე

საქართველოში IWSC კონკურსის ოფიციალური პარტნიორია ღვინის ეროვნული სააგენტო.  მხარდაჭერები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, GIZ, ჯეპრა, ამბასადორი კაჭრეთი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე
გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის
შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
16:42 / 28.09.2023
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
13:45 / 19-12-2023
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27-02-2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26-02-2024
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
13:17 / 26-02-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მოქმედებს თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე.
17:12 / 23-02-2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21-02-2024
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი - ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
16:05 / 19-02-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 0 / 8 °C
img
საგარეჯო 1 / 6 °C
img
დ.წყარო -1 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 8 °C
img
ლაგოდეხი 0 / 9 °C
img
ყვარელი 0 / 8 °C
img
თელავი 0 / 7 °C
img
ახმეტა -1 / 7 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.