ქალაქ გურჯაანში წინასაახალწლოდ ქუჩების მორთვა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს ილუმინაციები დამატებით
კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება.
საახალწლო ილუმინაციები მოეწყობა დიდების მემორიალზე, პაპასა და ბებოს
ბაღებში.
ასევე განათდება შემდეგი ქუჩები:
- ნონეშვილი
- რუსთაველი
- თამარ მეფე
- თავისუფლება
- გურამიშვილი
- 9 აპრილი
ცნობისთვის, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება 22 დეკემბერს
გაიმართება. მერიის ინფომაციით, მთავარი ნაძვის ხე, გასული წლის
მსგავსად, მუსიკალური სკოლის წინ განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები