კახეთში “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება
2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება.
როგორც ცნობილია, კონგრესის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმაპისნძლებს. კონგრესზე მოწვეულები იქნებიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.

გასტრონომიულ კონგრესს გაუძღვებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფები და სომელიები:

  • პილი მანტეროლა - რესტორან „ირიბარის“ შეფი
  • ენრიკე ფლაიშმანი - რესტორან “ბაილარას" მთავარი შეფი
  • ხაბი გოროჩატეგი - სოლ რეპსოლის მფლობელი და რესტორან “კასა ჯულიანის” მასტერ შეფი
  • ჯონ აიალა - რესტორან "ლაია ერეტეგიას" შეფი
  • იგორ არრეგი - რესტორან “კაია კაიპეს” შეფი
  • ხუან კარლოს კარო - „ზელაი ჩიკი“
  • შუა იბანეზი - რესტორან „არზაკის“ სომელიე.

კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიები იმოგზაურებენ კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.

“შეფების კვალიფიკაციიდან და კონგრესის მისიის სრული დაფარვიდან გამომდინარე, რესტორნებსა და სასტუმროებში ვიზიტები ენოგასტრონომიული ტურის გარდა, ტურისტული ადგილმდებარეობების გაცნობასა და შეფასებასაც მოიცავს. შეფები ადგილზე საკუთარი და საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფინალურ ღონისძიებაზე, ექსკლუზიურად მოწვეულ სტუმრებს გალა სადილით ბასკი შეფები გაუმასპინძლდებიან. 3 დღის განმავლობაში, ქართული და ბასკური სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში მოექცევა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ტარდება. ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ - ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler