საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

19 თებერვლიდანვე ხელმისაწვდომი იქნება დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

სამინისტროში იმ სიახლეებზე საუბრობენ, რაც დირექტორების შესარჩევ კონკურსთანაა დაკავშირებული. მათი ინფორმაციით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

„საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები. კონკურსის გამართვის მოქმედი წესის რევიზიის შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება და მიზანშეწონილად ჩაითვალა გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი".

დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მასშტაბების გაზრდის, პროცესის ინკლუზიურობის და მოქნილობის ხელშეწყობის მიზნით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:

გაუქმდეს სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო.“ - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.

გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

„დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.

როგორც აღინიშნა, ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის ის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

აღნიშნული პირები რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უთითებენ სამ სასურველ საჯარო სკოლას და კონკურსში ერთვებიან გასაუბრების ეტაპზე.

დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას.“ - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
ბ) ფოტოსურათს;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;
ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი 29 დეკემბრის
ჩათვლით წარიმართება. საშობაო არდადაგები სკოლის მოსწავლეებისთვის 15
იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი 29 დეკემბრის ჩათვლით წარიმართება. საშობაო არდადაგები სკოლის მოსწავლეებისთვის 15 იანვრამდე გაგრძელდება.
12:26 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 13 / 27 °C
img
ახმეტა 12 / 27 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.