პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
13:03 / 01.03.2024
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო
სამსახური ავრცელებს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი
ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 63 წლის
მამაკაცი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი
სასიყვარული/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ
ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური
ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი
ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც
დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ
უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში,
აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური
შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა.
დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილი იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი,
ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა
დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც
დაკავებული იქნა ბრალდებული.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილ იქნა პირადი
ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც დაკავებულია
1985 წელს დაბადებული პირი.
ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა
დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით
ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით.
ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით
შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული,
ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი
კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.
დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა შეეფარდათ,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართავენ.
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს
კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და
მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი
არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს
შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ
ფინანსების მართვის უნარები.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია.
თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით,
გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ
ხორციელდება.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები