„ნავთისხევზე“ კოლექტორის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდება - გურჯაანის მერია
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორც მერის მოადგილე, კოტე ბერიძიშვილი გვეუბნება, უკვე მომზადებულია პროექტი, რომელიც გულისხმობს „ნავთისხევის“  კალაპოტში მოქცევას და დახურული კოლექტორის მეშვეობით, ქალაქზე ჩამოტარებას.

„უკვე იცით, რომ გასულ წელს მომხდარი სტიქიის შედეგად საკმაოდ დაზიანდა ქალაქი და მოსახლეობა. სტიქია გამოიწვია „ნავთისხევზე“ შექმნილმა პრობლემებმა და არც ისე მარტივი მოსაგვარებელი აღმოჩნდა ეს პრობლემა.

დავიწყეთ იმ წუთში პროექტირება, რაც მოიცავს თავის თავში ნავთისხევის მთლიანად კალაპოტში მოქცევას და ქალაქში ჩამოტარებას, დახურული კოლექტორის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული პრობლემები. იყო სერიოზულად რთულად დასაპროექტებელი თემა, იყო სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება საჭირო და იყო, შეთანხმებები, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი - გარემოს დაცვასთან და ა.შ. მთელი რიგი პროცედურები იყო გასავლელი.

ჯამში პროექტი დაგვიჯდა 105 ათას ლარამდე. როგორც იქნა მივიღეთ ეს პროექტი, ამან სერიოზული ექსპერტიზები გაიარა, ვინაიდან თემა ძალიან სერიოზულია და მოსახლეობის სიცოცხლესთან გვქონდავს საქმე. მიმდინარეობს სატენდერო პროცედურების გავლა, რათა დავდოთ უკვე ტენდერზე სამუშაოები და მაქსიმალურად შემოკლებულ დროში დავიწყოთ კოლექტორის მშენებლობა,“ - ამბობს კოტე ბერიძიშვილი.



მისივე თქმით, მშენებლობა მოიცავს ძველი კოლექტორის ნაწილის წმენდას, ნაწილის მშენებლობას, ახტალის ხევზე დაერთებას და ასფალტის საფარის დაგებას.

„მშენებლობა მოიცავს ავტოგასამართი სადგურის ზემოდან, სადაც ადრე იყო ძველი კოლექტირი, იქიდან დაწყებული ნაწილის წმენდას. სადღაც 10 პროცენტი იწმინდება, რადგან კოლექტორი კარგ მდგომარეობაშია და ზევიდან ნაგებობებია აშენებული, ამიტომ ქვეშ გაწმენდა მოსახერხებელია. საუბარი მაქვს ავტოგასამართ სადგურზე, რომელიც კოლექტორის თავში მდებარეობს.

შემდეგი ნაწილზე სრულად ხდება ახლის მშენებლობა და დახურული კოლექტორით ახტლის ხევზე დაერთება. გვიწევს აქ საგზაო საფარის მოხსნა, ქვეშ სამუშაოების ჩატარება და შემდეგ ისეთი გადახურვის მოწყობა, რომელზეც შესაძლებლობა გვექნება საგზაო საფარის მოწყობისა და მოძრაობის აღდგენისა.

რაც შეეხება ნავთის ხევის ზედა ნაწილს, რომელიც ცემენტის კალაპოტშია მოქცეული და ღია კოლექტორია, უკვე მოხდა მისი გაწმენდა სტიქიის პერიოდში. საუბარია ღია კოლექტორის ზედა ნაწილის გაწმენდაზე, რომელსაც აუცილებლად მივაბამთ კოლექტორის მშენებლობას.

ამ ეტაპზე რომ დავიწყოთ ზევით გაწმენდის სამუშაოები, უბრალოდ აზრს კარგავს, რადგან ქვემოთ, სადაც ყველაზე მთავარი ნაწილია, ხევზე მიერთება, არ გვაქვს დაწყებული. ამას როგორც კი დავიწყებთ, თან მივაბამთ ხევის საშიშ მონაკვეთების გაწმენდის სამუშაოებსაც. ასე რომ, ამ პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა აბსოლუტურად დაცული იქნება სტიქიური მსგავსი წყალდიდობისგან და უბედურებისგან,“ - ამბობს მერის მოადგილე.



შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ დაზარალდა როგორც მოსახლეობა, ისე დაზიანდა ქალაქის ქუჩები.  უკვე დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა, ჯერჯერობით, ეს სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 5`739`244.51 ლარია, შპს „ქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს.  როგორც კოტე ბერიძიშვილი გვეუბნება, ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები 31 მაისამდე დასრულდება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში,
სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის
მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ
პარკში 12 საათიდან დაიწყება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან დაიწყება.
16:19 / 30.05.2024
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე
ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან
განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
15:47 / 28.05.2024
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.