თელავში ელენე ახვლედიანის იუბილესადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები 500 ლარით დააჯილდოეს
თელავის ცენტალურ ქუჩაზე, “ძველ ბაღში” ელენე ახვლედიანის სახელობის
სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
პარალელურად გაიმართლა კონკურსი “თავისუფალი მხატვრობა”, რომელშიც
სამხატვრო სკოლის მოსწავლეების გარდა, სხვა დაინტერესებული პირებიც
იღებდნენ მონაწილეობას.
გამოვლინდნენ სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები,
რომლებიც მერიამ 500-ლარიანი საპრიზო ვაუჩერით დააჯილდოვა.
როგორც ნომინაციაში „საუკეთესო ფერწერა“ გამარჯვებული ირაკლი
გემაზაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, ეს გამარჯვება მისთვის
მამოტივირებელი იყო.
„მე გავიმარჯვე ნომინაციაში საუკეთესო ფერწერა. თავისუფალი თემა იყო,
ჩემს ნამუშევარზე არ მიფიქრია, რა უნდა გამეკეთებინა. ყოველთვის
მიტაცებდა სოფლის პეიზაჟი, ადგილზე რაც მომაფიქრდა, სწორედ ეს იყო და
დავხატე. ეს გამარჯვება სტიმულია, რომ უფრო მეტი ვიმუშავო საკუთარ
თავზე,“ - გვეუბნება ირაკლი გემაზაშვილი, რომელიც ელენე ახვლედიანის
სამხატრო სკოლის კურსდამთავრებულია.
ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს მხატვარ ელენე ახვლედიანის დაბადების დღე
იყო. აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ მისი იუბილისადმი იყო
მიძღვნილი.
მასალის გამოყენების პირობები