ეკომეგობრულობა, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება — კომპანია უსულის ისტორია
დიდი ხნის მეგობრების, სოფო ლაპიაშვილისა და მაკა ნოსელიძის კომპანია “უსული” ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომლის ნიშაც ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების გამოყენებული ნაჭრებისგან დამზადებაა.

კომპანიას საქართველოში პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს, შესაბამისად, ეკომეგობრული ფეხსაცმელების იდეა, რომლებიც ფერადი ნაჭრების ნარჩენებისგან მზადდება, უსულს ბაზარზე გამოარჩევს. სოფომ და მაკამ უსულის დაარსების ისტორია გაგვიზიარეს. 



"პანდემიის დროს ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა. ვერსად ვერ გავდიოდით, მხოლოდ ერთმანეთს ვსტუმრობდით, ისიც საღამოს 9 საათამდე, ამიტომ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლება ახალი და საინტერესო გაგვეკეთებინა.

ჩვენი საქმის წამოწყების იდეა იქიდან წამოვიდა, რომ დიზაინერი მეგობრები გვყავდა, რომელთაც ზედმეტი ნაჭრების ნარჩენები ხშირად რჩებოდათ და სულ იმაზე წუხდნენ, რომ მათი გადაყრა უწევდათ. ვუთხარი, მე წავიღებ-მეთქი, მაგრამ ჯერ არ ვიცოდით, რაში გამოვიყენებდით. მაკას შევთავაზე, ამ მორჩენილი ნაჭრებისგან წამოვიწყოთ რამე-მეთქი. სხვადასხვა იდეა გვქონდა, მაგრამ რადგან ნაჭრები პატარა ზომის იყო, ტანსაცმელი თავიდანვე გამოირიცხა, ამიტომ ბოლოს ფეხსაცმელზე შევჯერდით", — გვიყვება სოფო.

ასე დაიწყო უსულის ისტორია 2020 წლის დეკემბერში. კომპანია ახლა ფერად ფეხსაცმელთან ერთად, ჩანთებსა და ქამრებსაც ქმნის.

რას ნიშნავს "უსული"?

სოფომ გაგვიზიარა, თუ როგორ შეარჩიეს ბრენდის სახელი. როგორც თავად ამბობს, სახელების იდეებს ყველგან ეძებდნენ, მათ შორის, ძველ წიგნებში, რათა რამე ქართული, ჟღერადი და დასამახსოვრებელი ეპოვათ.

"მახსოვს, როგორ გამომიგზავნა მაკამ სავარაუდო სახელების გრძელი სია. გვინდოდა, ბრენდთან აზრობრივადაც რამე კავშირი ჰქონოდა. უსულზე შევჯერდით, რადგან ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ლამაზს, მომხიბვლელს ნიშნავს, თან მარტივი გამოსათქმელია და მომხმარებლებმაც მალევე აიტაცეს", — აღნიშნავს სოფო. 



მთავარი გამოწვევა

ნაჭრისგან ფერადი ფეხსაცმლის წარმოების იდეის განხორციელება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სოფოს და მაკას პირველივე ნაბიჯების გადადგმისას წინ წინააღმდეგობა შეხვდათ — მეწაღის პოვნა, რომელიც ნაჭრისგან ფეხსაცმელს შეკერავდა, დიდი სირთულე გამოდგა.

"ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ მეწაღეები უმეტესად ტყავზე მუშაობენ, აქვთ ერთი თარგი, რომელსაც სპეციალური მანქანებით ჭრიან, რაც კერვას ბევრად უფრო ამარტივებს, მაგრამ იმავე მეთოდს ნაჭრის ფეხსაცმლის შეკერვისას ვერ გამოიყენებ: თითოეული ფეხსაცმელი სხვადასხვა ნაჭრისგან იქმნება და უამრავი დეტალისგან შედგება, რის გამოც ისინი ინდივიდუალურად, ხელით უნდა შეიკეროს. ყველა მოდელი უნიკალურია, ფეხსაცმლის წყვილიც კი არ არის ერთმანეთის იდენტური. მეწაღეებს ამას რომ ვუხსნიდით, ყველა უარს გვეუბნებოდა", — იხსენებს მაკა. 



"მეწაღეს 6 თვე ვეძებდით. ერთმა გვითხრა, ვის გაუგია ფეხსაცმელები ნაჭრისგან შეიკეროსო?! და ასე გაწბილებულები გამოგვიშვა. ბოლოს ჩვენი ახლანდელი სამკერვალო სრულიად შემთხვევით ვიპოვეთ. ამავე ქუჩაზე მკერავი მყავდა, რომელმაც მითხრა, გვერდით ფეხსაცმელებს კერავენ და მაინც, შეიხედეო. ასე აღმოვჩნდით აქ. უკვე 3 წელზე მეტია, ამ მეწაღეებთან ვთანამშრომლობთ. ცოტა ესენიც გვეჯუჯღუნებიან ზოგჯერ, იმიტომ, რომ თვითონ კერვის პროცესი რთულია, მაგრამ შედეგი თვითონაც მოსწონთ", — აგრძელებს სოფო. 



პირველი კოლექცია

მაკამ და სოფომ თავიდან ფეხსაცმელების გაყიდვა ფეისბუქზე დაიწყეს, შემდეგ კი ბრენდის ინსტაგრამის ანგარიშიც შექმნეს და ამ ორ სოციალურ ქსელს დღემდე აქტიურად იყენებენ. ასევე, ადგილობრივ გამოფენებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებშიც იღებენ მონაწილეობას.

"პანდემიის პერიოდში ადამიანებმა გულის გადასაყოლებლად ონლაინ შოპინგი დაიწყეს, რადგან მაღაზიებში გასვლა ენატრებოდათ. ეს მათთვის ერთგვარი თერაპია იყო. ფეხსაცმელებს ძალიან კარგად ვყიდდით და თან ერთმანეთს ვეკითხებოდით, ნეტა, სად დადის ეს ხალხი ამ ფეხსაცმელებით-თქო", — სიცილით ამბობს მაკა.

თანადამფუძნებლები ფეხსაცმლის შესაკერად საჭირო ნაჭრებს მეგობარი დიზაინერებისგან, ავეჯის მწარმოებელი კომპანიებისგან და მაღაზიებისგან აგროვებენ.ხალხის ნაწილმა უკვე იცის, რომ მათთვის არასაჭირო ქსოვილი შესაძლოა უსულს გამოადგეს, ამიტომ კომპანიასთან ნაჭრები უცხო ადამიანებსაც მიაქვთ. 



"სულ პირველი კოლექცია პლედებისგან შევკერეთ. თავიდან დავწერეთ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა პლედი, რომელსაც არ იყენებდა, ჩვენთვის მოეტანა. ბოლოს მანანას რადიოლასავით ამბავი დატრიალდა. იმდენი პლედი მოგვიტანეს, ვიწერებოდით, მეტი აღარ გვინდა-თქო", — გვიყვება მაკა.
უსული ვილნიუსში 



მაღაზიების ფიზიკურ სივრცეში გახსნის შემდეგ, უსულის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ევროკავშირის ახალი პროექტი და ბაზრის გასაფართოებლად ახალი შესაძლებლობა უსულისთვის.

უსული ჩაერთო პროექტში "საქართველოსა და ესტონეთის მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერება — ექსპორტის დიზაინი", რომელიც მხარდაჭერილია EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) პროექტის მიერ EU4Business-ის ქოლგის ფარგლებში. 2023 წელს ამ პროექტის ფარგლებში სოფო ლიეტუვაში გაემგზავრა და კრეატიული მცირე და საშუალო ბიზნესის მობილობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მან ვილნიუსში 1 თვე გაატარა, სადაც უსულის ლიეტუვური კომპანია უწევდა მასპინძლობას და მათი დახმარებით სოფომ მაღაზიასთან დაიწყო თანამშრომლობა, სადაც უსულის ფეხსაცმელები გამოიფინა და იყიდება.

"ერთ-ერთ ტრენინგზე საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი გავიცანით, რომელმაც ევროკავშირის პროექტზე მოგვაწოდა ინფორმაცია. გამარჯვების დიდი იმედი არ გვქონია, მაგრამ განაცხადი შევავსეთ, შემდეგ კი მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. ამ პროექტის მიზანი იყო, რომ უცხო ქვეყნის ბაზარი მოგვეკვლია და იქ გაყიდვების გზები მოგვეძებნა, რათა ჩვენი პროდუქტი ახალ ბაზარზე გასულიყო. ევროკავშირის ქვეყნიდან უნდა გამოჩენილიყო ბრენდი, რომელიც მიგვიწვევდა. ვილნიუსში დაგვპატიჟეს და ერთი თვით წავედი.

ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. ის კომპანიაც ეკომეგობრული იყო, ჯინსს გადაამუშავებდნენ. მათთან ჩასვლამ ჩვენი საქმიანობა ცოტა სხვა მიმართულებით დამანახა, მაგალითად, დავესწარი საგანმანათლებლო ვორქშოპებს, ვნახე, როგორ თანამშრომლობენ დიზაინერები ერთმანეთთან. ამ ყველაფერმა ხედვის არეალი გაგვიფართოვა, — იხსენებს სოფო.

ამავე პროექტის ფარგლებში, ლაპიაშვილმა ადგილობრივ დიზაინერთან თანამშრომლობით, ნამუშევარი შექმნა, რომელიც კაუნასის დიზაინის კვირეულზე გამოიფინა. კონცეფციაზე მუშაობისას სოფო უცხოეთში შემთხვევით ქართველი პოეტის, ლია ლიქოკელის, ლექს სკამს გადააწყდა, რომელიც მის შთაგონების წყაროდ იქცა.

"ამ წიგნში იყო ლექსი სახელწოდებით სკამი, რომელმაც ძალიან მიგვიზიდა. ჩვენი პროექტიც ქსოვილებით დაფარული სკამის ირგვლივ ტრიალებდა და ვფიქრობდით, როგორ შეგვეტანა მასში პერსონიფიკაცია. ლექსის სიტყვებმა ზუსტად აღბეჭდა ჩვენი ხედვის არსი, შექმნა თვალსაჩინო თანხვედრა ჩვენს აზრებსა და იმ შთაგონებას შორის, რომელსაც ვეძებდით", — აღნიშნავს ლაპიაშვილი.

სამომავლო გეგმები

უსულის დამფუძნებლები სხვა კომპანიებთან კოლაბორაციებისთვისაც ღია არიან, მაგალითად, მათ ტიპოგრაფიაზე მომუშავე დიზაინერებთან ითანამშრომლეს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მოდელი ასო "უ"-ს სხვადასხვა ვარიაციით შექმნეს.

უსული პროდუქციას ძირითადად კვლავ ონლაინ ყიდის, თუმცა სხვადასხვა მაღაზიებთანაც თანამშრომლობს. კომპანია ცოტა ხნის წინ ამერიკულ ბაზარზეც გავიდა და 100 წყვილი ფეხსაცმელი და 65 ჩანთა ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში გასაყიდად გააგზავნა. ისინი მომავალში ექსპორტის სხვა გზების მოძიებასა და საქართველოში საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავენ. 


სოფო და მაკა თვლიან, რომ მათი ბრენდის ძლიერი მხარე სწორედ ეკომეგობრულობის კონცეფციაა, ხოლო მთავარ გამოწვევად ფინანსებთან ერთად, საზოგადოებაში გადამუშავებული სამოსის მნიშვნელობის შესახებ ნაკლებ ცნობიერებას ასახელებენ. ბოლოს ბრენდის დამფუძნებლები იმასაც გვეუბნებიან, რომ უსულმა ბევრ გამოწვევას გაუძლო, რის გამოც განსაკუთრებით ამაყობენ და ბრენდის მომავალსაც უცვლელი ენთუზიაზმით გეგმავენ.



ავტორი: ანანო დიდებაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS EAST-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
15:14 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.