ბაკურციხე-გურჯაანის გზა ერთი კვირით დაიკეტება
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი სატრანსპორტო კვანძის
დაერთებითაა გამოწვეული.
„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით,“ - განმარტავენ დეპარტამენტში.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის გამოყენებით.

მასალის გამოყენების პირობები