არჩევნები 2017
საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის [Video-Photo]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მიმდინარე წლის 12 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდა ტრენინგების ციკლი სიღნაღში, რომლის ფარგლებშიც 24 პოლიტიკური პარტიის 120 წარმომადგენელი გადამზადდა. სემინარები ხუთი ჯგუფისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლექციების ციკლი მოიცავდა როგორც თეორიულ კურსს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. კურსს უძღვებოდნენ ორგანიზაციის მიერ მოწვეული მაღალკვალიფიციური ტრენერები: ნინო (ნანა) იოსელიანი და რევაზ ეგაძე, ხოლო ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კონტრიბუციის სახით ერთ დღეს სემინარს ატარებდა ტრენერი მამუკა კორაშვილი.
„ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რამეთუ საჭიროა ყველა ჩართული მხარის პოლიტიკური მონაწილეობის გააზრების მიზნით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ისინი მზადდებიან არამარტო ეროვნული ჩარჩოს ფარგლებში, არამედ ეცნობიან საქართველოს საარჩევნო კოდექსს, მთლიანად ეხებიან საარჩევნო ციკლს, რომელიც მოიცავს ასევე საერთაშორისო სტანდარტებს.“ - აღნიშნა ტრენერმა ნინო (ნანა) იოსელიანმა.

რევაზ ეგაძის თქმით, სემინარების კურსი, მონაწილეების უნარ-ჩვევების ამაღლებასა და საარჩევნო პროცესებში მათ ჩართულობას მკვეთრად შეუწყობს ხელს.

„პროცესი იქნება ბევრად უფრო გამართული და მაღალეფექტიანი, შესაბამისად, შედეგები - მშვიდობიანი, რასაც ყველა ვესწრაფით ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. გარდა უნარებისა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა თემატურ, მათ შორის, კონკრეტულად კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ საკითხებზე.“

ტრენინგების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა არჩევნებში და მათთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა. გარდა ამისა, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კონფლიქტების მართვა, გენდერი, ინკლუზიური არჩევნები, კენჭისყრის პროცედურები, დამკვირვებლების უფლება-მოვალეობები და ა. შ. თავისუფალი მუდულის სახით, ორგანიზაცია „მეცენატმა“ შეარჩია თემა: „მედია და არჩევნები“, რომელსაც უძღვებოდა ორგანიზაციის დირექტორი და გაზეთ სპექტრის/speqtri.ge/ რადიო ivrisi-ს დამფუძნებელი მაია ყალაბეგაშვილი.

როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიღებული ცოდნა დადებითად წაადგება ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებასა და შესაბამისად, საარჩევნო გარემოს.

„აუცილებელია, მოხდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული კადრის გადამზადება და საარჩევნო კულტურის ამაღლება. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარებათ, რომ მიიტანონ კვალიფიციური ინფორმაცია როგორც პარტიის, ისე არჩევნების შესახებ იმ ადამიანებთან, ვისთანაც აქტიური არჩევნების პერიოდში უწევთ კონტაქტი.“ - განაცხადა ტრენინგის მონაწილე მამუკა აჩბამ.
ჯუნა ბასილაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ცესკოს სასწავლო ცენტრს და ჟურნალისტთა ასოციაცია მეცენატს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კარდების კვალიფიკაციის ამაღლებას და იმ საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებისთვის. “

გეგმით გათვალისწინებული აქტივობების გარდა, მესამე ჯგუფის წარმომადგენლებმა, მამუკა კორაშვილის ინიციატივით, მოინახულეს N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის როგორც ძველი, ისე ახალი შენობა. გაეცნენ მის ისტორიას და მუშაობის სპეციფიკას.
ტრენინგებს თან ახლდა კულტურული ღონისძიებებიც. მონაწილეებმა ჩვენი ინიციატივითა და სიღნაღის ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით უფასოდ დაათვალიერეს იქ დაცული ექსპონატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნიკო ფიროსმანის ორიგინალი ნამუშევრები.

ტრენინგის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა მონაწილე ქეთევან შანშიაშვილმა ჩააბარა გამოცდები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატიც აიღო. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სიღნაღში გამართულ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარა გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

„მეცენატის“ დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი ამბობს, რომ პროექტი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იყო საკმაოდ მასშტაბური და მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „პროექტის მონაწილეები წარმოადგენდნენ კახეთის ოთხ საარჩევნო ოლქს: გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მეხუთე ჯგუფში პარტია საქართველომ წარმოადგინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორი პირი. პროექტში არ იყო მათთვის განსაზღვრული თარჯიმანი და არ გვქონდა ამის ხარჯი, მაგრამ ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა მიიღო დროული გადაწყვეტილება და გამოგვიგზავნა ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა სემინარების თარგმანს. რა თქმა უნდა, პროექტის მანძილზე გვქონდა გამოწვევები, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დროულად გადაიჭრა. სემინარების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. “

შეგახსენებთ, რომ ტრენინგები მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში – „საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა-თვითმმართველობის ლეგიტიმური არჩევნებისთვის“. მას ახორციელებდა ჟურნალისტთა ასოციაცია – საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 32 °C
img
საგარეჯო 17 / 30 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 18 / 33 °C
img
ლაგოდეხი 17 / 28 °C
img
ყვარელი 18 / 32 °C
img
თელავი 17 / 31 °C
img
ახმეტა 16 / 31 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.