ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა დაწყებულია
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში განახლებადი ენერგიის როლს ეხებოდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა, ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები და ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრის მოსაზრებით ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის.

„განახლებადი ენერგიის გენერირებისთვის, საქართველოში ტრადიციულად გამოიყენება ჰიდრორესურსები, რომლებიც ელექტროენერგიის გენერირებაში დომინირებენ. მომავალში, დიდი ჰესების მშენებლობა დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან და ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები, მზისა და ქარის ენერგიის აქტიური ჩართვით ენერგო მოხმარების სტრუქტურაში. შედეგად, 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი 35%-მდე გაიზრდება. ჩემი მოსაზრებით, რამდენიმე პროექტის მკვეთრად გამოკვეთა დაგვჭირდება ამ მიმართულებით, იმისთვის რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იყოს მაღალი. ვინაიდან, საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკულ გაერთიანების წევრ ქვეყნებთან გეოგრაფიული საზღვარი, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული დაკავშირების კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება, რომლის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაც 3 მლრდ. დოლარს აჭარბებს. შესაბამისად, ქვეყანას უჩნდება პოტენციალი შეიძინოს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს და განახორციელებს ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რამდენიმე პროექტი დაამტკიცა, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია (მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ. იქნება). „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 4 ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას იწყებს, რომელთა სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 270 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოს მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს, რომლის თანახმადაც გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დეპუტატმა თავის სიტყვაში ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„აღნიშნული პროექტების შესაძლო განხორციელების სიცხადეს ის ფაქტიც სძენს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროპა სრულად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან, შესაბამისად საჭირო გახდა თავისი ენერგეტიკული სისტემის გადაიარაღება, რისთვისაც მას დამატებით 210 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა 2027 წლისთვის ყველა მიზანი უკვე მიღწეული იყოს. ამასთან, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია და ნორვეგია, ახდენს ელექტროენერგიის 100%-ის გენერირებას განახლებადი რესურსების გამოყენებით. სხვა განვითარებული ქვეყანები კი მიზნად ისახავენ უახლოეს მომავალში განახლებად ენერგიაზე სრულიად გადასვლას. მაგალითად, დანიის მთავრობა ზემოხსენებული მიზნის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს. მიმაჩნია, რომ ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა არა თუ არ უნდა ჩამორჩეს, არამედ აქტიური მონაწილე იყოს, რაც სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ქონის შესაძლებლობას ქმნის, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებაში ინვესტიციების მოზიდვისა და სტაბილური/უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, მუშაობას ვიწყებთ ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე, რომლის ფარგლებშიც ამერიკის მთავრობის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, პროცესი მიმდინარეა და სამუშაო ჯგუფებიც უკვე აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ამ სამუშაოებში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი ჩავრთოთ და ვუზრუნველყოთ, საერთო სახალხო თანამონაწილეობა,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხის სათამაშოების მწარმოებელი
საწარმო „ცაცია ოსტატი“ ამოქმედდა, რომლის მოსაწყობად ინვესტიციის
მოცულობამ 100,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის
განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 79,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ცაცია ოსტატი“ ამოქმედდა, რომლის მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 100,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 79,000 ლარია.
13:16 / 15.06.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 11 °C
img
საგარეჯო 2 / 8 °C
img
დ.წყარო 3 / 6 °C
img
სიღნაღი 2 / 11 °C
img
ლაგოდეხი 4 / 8 °C
img
ყვარელი 3 / 11 °C
img
თელავი 3 / 9 °C
img
ახმეტა 2 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2023 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.