ინფრასტრუქტურა
როდის დასრულდება სტიქიისგან დაზიანებული გზის რეაბილიტაცია გურჯაანში - საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხი
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის (გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.




სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოები 31 მაისს უნდა დასრულდეს, თუმცა, იმავე გვერდზე ჩანს, რომ კომპანიას ხელშეკრულების დასრულდებამდე დარჩა 149 დღე (თითქმის 5 თვე).

speqtri.ge-მ საკითხის გასარკვევად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართ, რადგან აღნიშნული სამუშაოები სწორედ ამ უწყების დაკვეთით ხორციელდება.




„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ 5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზის 1 კმ-იან მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის 5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ქალაქ გურჯაანის ცენტრიდან იწყება, მოიცავს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას და გრძელდება სოფელი კაბალის მიმართულებით.

არსებული პროექტი ითვალისწინებდა ქ. გურჯაანში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ახტალის წყალზე, არსებული ძველი სახიდე რეკონსტრუქციას, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თხოვნით სახიდე გადასასვლელის არსებული პროექტი იცვლება, რის შედეგადაც გადაადგილება როგორც ქვეითებისათვის ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის გახდება უფრო კომფორტული და უსაფრთხო. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული სახის კორექტირებების შეტანა სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაშიაციაში, რამაც შეაფერხა სარეაბილიტაციო პროცესი.

დღეის მდგომარებით სამუშაოები განახლებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი საგზაო საფარის მოწყობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება,“ - ამბობენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



გურჯაანის მოსახლეობა და ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გაჭიანურებულ სამუშაოებს აკრიტიკებენ. საკრებულოს დეპუტატი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, სიმონ ქოჩორაშვილი თებერვლის თვეში ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა: „მერწმუნეთ, გაძლევთ მაგის პირობას, ზუსტად ერთწლიანი ციკლი რომ შეიკვრება 15 ივნისს, ეგ გზა დამთავრებული არ იქნება.“
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან
დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
10:48 / 10.04.2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23.02.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 24 °C
img
საგარეჯო 13 / 22 °C
img
დ.წყარო 12 / 19 °C
img
სიღნაღი 14 / 26 °C
img
ლაგოდეხი 13 / 21 °C
img
ყვარელი 14 / 24 °C
img
თელავი 13 / 23 °C
img
ახმეტა 12 / 23 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.