სოფლის მეურნეობა
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა [R]
საქართველოს მთავრობის პროექტის „საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ოთარ დანელიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.


ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე,დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს აგრარული დარგის განვითარების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგები სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა სწორმა პოლიტიკამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების აქტიურმა მხარდაჭერამ და კერძო სექტორის ჩართულობამ განაპირობა.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შეიქმნა დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. ჩვენ დღეს დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე საუბარი შეგვიძლია.ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 000-ზე მეტი სესხი, გაფართოვდა-გადიარაღდა 700 და შეიქმნა 150 ახალი საწარმო; 2013 წლიდან 700 ათასზე მეტი ბენეფიციარი იღებს დახმარებას მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ხორციელდება აგროდაზღვევის პროგრამა, ჯამში გაცემულია 28 000 პოლისზე მეტი; აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია..“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმების გაფორმების შემდეგ აგრარული დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებაც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.ოთარ დანელიამ დამსწრე საზოგადოებას აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობები, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის მზარდი ტენდენციების ანგარიში გააცნო.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აგრარული დარგის განვითრებისთვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სამეცნიერო-კველევითი ცენტრის შექმნის,არსებული კვლევითი ბაზების რეაბილიტაციისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ აგრარული დარგი,ერთიმხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით,ხოლო, მეორე მხრივ, მას სოციალური დატვირთვაც აქვს,რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ოთარ დანელიას, როგორც მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატს, წარმატებები უსურვა.გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 19 °C
img
საგარეჯო 11 / 17 °C
img
დ.წყარო 10 / 16 °C
img
სიღნაღი 13 / 21 °C
img
ლაგოდეხი 11 / 18 °C
img
ყვარელი 12 / 19 °C
img
თელავი 12 / 18 °C
img
ახმეტა 11 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.