ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 200 ათასი
ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.
დღევანდელი მონაცემებით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 000-ზე მეტმა
მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი 200 მილიონ ლარს აღწევს.
გადამუშავებული ყურძნიდან 114 ათას ტონამდე რქაწითელია, 74,5 ათას
ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშვებულია ყვარლის
მუნიციპალიტეტში - 53,2 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი - 51,3 ათასი
ტონა, თელავი - 39 ათასი ტონა, სიღნაღი - 22 ათასი ტონა, ლაგოდეხი -
11,7 ათასი ტონა, ახმეტა - 8,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 7,1 ათასი
ტონა და საგარეჯო 6,4 ათასი ტონა.
დღეის მდგომარეობით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 250-მდე
საწარმოა ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები