სოფლის მეურნეობა
ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურდება - საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ფეიბუქ-გვერდზე ავრცელებს განცხადებას ქართული ხორბლის მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს წისქვილკომბინატების ეტაპობრივ ამუშავებასთან და ქართული ხორბლის მოსავლის აღებასთან ერთად, თანდათან მოსავლის ჩაბარების პროცესიც აქტიურდება. ხორბლის ჩაბარება ხორციელდება როგორც ასოციაციის წევრი, ასევე არაწევრი კომპანიების მიერ.

ასოციაციის განმარტებით, ქართველ ფერმერებს აინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. ინტერესი ძირითადად უკავშირდება წისქვილებს, რომლებიც იბარებენ ხორბალს, რა ფასი აქვს შესაბამისი ხარისხის პროდუქტსა და ა.შ.

„შესყიდვის პროცესისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის მიღების ორ ძირითად კომპონენტზე: ხარისხსა და ფასზე და ასევე მოსავლის შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით
1. ხორბლის ხარისხი-ხორბალი აუცილებლად უნდა იყოს სასურსათო დანიშნულების. ხორბლის ყველა პარტია, როგორც იმპორტირებული, ასევე ქართული მოწმდება წისქვილკომბინატების ლაბორატორიების მიერ, შეესაბამება თუ არა იგი სასურსათო ხორბლის პარამეტრებს.

წისქვილკომბინატების მიერ ხდება მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა, რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით (სტანდარტის მიხედვით მე-3 და მე- 4 კლასის ხორბალი არის სასურსათო, მე-5 კლასი და შემდგომი უკვე არის არასასურსათო ანუ საფურაჟე ხორბალი )

-წისქვილების მუშაობის ტექნოლოგია და საქართველოს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი კატეგორიულად კრძალავს წისქვილების მიერ არასასურსათო ( საფურაჟე) ხორბლის გადამუშავებას ფქვილად.

-ხორბლის ანალიზის გადამოწმების შესაძლებლობა -წისქვილში გაკეთებული ანალიზის პასუხის ერთი ეგზემპლარი ეძლევა ფერმერს. თუ ფერმერს არ აყმაყოფილებს ანალიზის პასუხი არის ფართო შესაძლებლობა, გადამოწმდეს პასუხი , როგორც ჩვენი წისქვილების სხვა ლაბორატორიებში ასევე ათობით დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ქვეყნის მასშტაბით ( ანუ პროცესი სრულიად გამჭვირვალეა )

2. ხორბლის ფასი -დღევანდელი ფასი ბაზარზე 650 ლარი /ტონის ფარგლებში მერყეობს და ფორმირებულია ანალოგიური ხარისხის საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები იქედან გამომდინარე , რომ ასოციაციის კომპანიების მიერ იმპორტირებული ხორბლის უმეტესი წილი სწორედ ამ კლასისაა) .

3.ხორბლის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობა -ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, შესაბამისად , ფერმერებისა და წისქვილკომბინეტების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით,“ - ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აქვეყნებს კომპანიების სიასა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს, რომელთა სიაც პერიოდულად განახლდება. ამასთან, ასოციაცია სთხოვს ქვეყნის ფერმერულ გაერთიანებებსა და ასოციაციებს აქტიურად შეუწყონ ხელი პროცესს და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ წისქვილკომბინატებსა და ელევატორებს, რათა კომუნიკაცია ორივე მხრიდან აქტიური და გამჭვირვალე იყოს.

ასოციაცია როგორც საქართველოს ფერმერებს, ასევე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ.

განცხადებაში მითითებული წისქვილებისა და ელევატორების საკონტაქტო ინფორმაცია:

ბევრილი ჯგუფი თბილისი -595 18 00 44
ჯეომილი თბილისი -577 96 77 77
გლობალმილინგი თბილისი - 598 24 44 42
აგროექსპორტი თბილისი - 555 75 85 84
ბარაქა თბილისი - 579 77 77 10
გვრიტა თბილისი - 599 50 56 52
პროგრესი რუსთავი - 599 55 47 32, 574 11 09 21
აგროსისტემები მარნეული - 577 47 81 81
ჯეო გრეინი მარნეული - 599 00 02 22
კარმენი - 599 14 24 99
ქართული მარცვალი გორი - 511 53 75 53
გვანცა გორი - 599 32 14 41
წნორის წისქვილი - 599 90 83 91
ოქროს თავთავი წნორი - წნორის ელევატორი - 591 33 63 70
დედოფლისწყაროს ელევატორი - 595 18 00 44
შპს წნორი - 597 98 28 98
ზესტაფონი - 557 30 10 30
ბეღელი სენაკი - 579 77 77 10
ლიდერი ქუთაისი - 592 96 03 96
ცერერა ზუგდიდი - 599 14 80 55
ბევრილი ჯგუფი ფოთი - 595 18 00 44
გურიაექსპრესი ოზურგეთი - 599 55 09 21
ბარაქა 2005 -ბათუმი - 577 41 24 30.,577 17 83 00
იმპერიალი -ბათუმი - 577 27 11 11
ნაშ 3 ბათუმი - 577 42 61 01
ურეხი ბათუმი- 599 586 444
სამსუნი ბათუმი- 593 63 70 50, 555 33 01 04, 790 60 15
ორცვა ბათუმი- 599 52 08 99

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.