ექიმის ბიო-მარანი - გზა ექიმობიდან მეღვინეობამდე [Video]
10:41 / 26.07.2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მარიეტა
კაკიაშვილი-რუაძე, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია, თავის მეუღლესთან,
ანგიოქირურგ თეიმურაზ რუაძესთან ერთად რამდენიმე წელია, რაც
ბიოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოებითა და მისი ექსპორტით დაინტერესდა.
ექიმებმა მარნის დაარსება 2016 წელს, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც
მათთან თანასოფლელი მივიდა მათგან მიწის ნაკვეთის შესყიდვის სურვილით.
აღმოჩნდა, რომ „ფაფრის ველის“ მიკროზონაში არსებული მიწის ნაკვეთი,
ოჯახს მემკვიდრეობით ერგო, თუმცა ამის შესახებ არავის ახსოვდა. ასე
გახდა 15 წლის დავიწყებული ნაკვეთი ვენახების გაშენებისა და „ექიმის
ბიო-მარანის“ დაარსების საფუძველი.
„იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე და მეც ვართ პროფესიით ექიმები,
ვიფიქრეთ, რომ დასახელებაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სიტყვა-
ექიმი. ჩვენი იდეა, დიდი ხნის მსჯელობის შედეგად, დავხვეწეთ და,
საბოლოოდ, დავარქვით ექიმის ბიო-მარანი,“- ყვება SPEQTRI.GE-სთან
მარიეტა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, „ექიმის ბიო-მარანის“ ღვინო
უკვე გავიდა იაპონიაში. როგორც მარიეტა გვიყვება, მოლაპარაკებები სხვა
უცხოელ ექსპორტიორებთანაც დაწყებულია და უახლოეს მომავალში „ექიმის
ღვინოს“ სხვა ქვეყნებშიც გაიცნობენ.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით
ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან
კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში,
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა,
რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის,
დაკარგულია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის
გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის
- 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები
დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები
გადაეცათ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან
შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში
მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის
დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე
ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები