სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები გადაეცა [Video]
10:10 / 05.12.2022
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ თელავისა და
სიღნაღის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინტერები
გადასცა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული
მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს გადაეცა
ნარჩენების შესაგროვებელი 20 კუბური მეტრის მოცულობის სპეციალური
მანქანა და 559 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი, ხოლო თელავის
მუნიციპალიტეტს – ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა
ზომის კონტეინერი. მუნიციპალიტეტებს, ასევე, გადაეცათ მეეზოვეების ორი
სეზონის (ზაფხულისა და ზამთრის) სპეციალური უნიფორმები.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილმა
განმარტა, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური
მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის
რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში,
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის სხვადასხვა მოცულობის 5400
ერთეული კონტეინერის მიწოდება. ასევე ეტაპობრივად გადაეცემათ 24
ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი სპეცდანიშნულების მანქანები, ასევე
10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანები; თელავის
მუნიციპალიტეტისთვის - საპილოტე პროექტის ფარგლებში ქაღალდის და
მუყაოს სეპარირებული შეგროვებისთვის გადაეცემათ სპეციალური
აღჭურვილობა.
ვფიქრობ, კახეთის რეგიონში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვების
სისტემა, ასევე გაიზრდება შეგროვების არეალი, რაც მნიშვნელოვნად ხელს
შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას,“ - აღნიშნა
გიორგი შუხოშვილმა.
მერების განცხადებით, ეს შენაძენი ძალიან მნიშვნელოვანია
მუნიციპალიტეტებისთვის.
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ინფორმაციით, კულტურის
ცენტრთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა სამოყვარულო თეატრ-სტუდია
მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
თბილისის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" მებრძოლებმა მორიგ წარმატებას
კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე მიაღწიეს. კლუბის გურჯაანელმა
მებრძოლებმა ამჯერად 4 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაჭრეთში. კოლეჯ
"აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის
ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ოჯახი
ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალურ
სააგენტოს უჩივის და ძაღლის გაუჩინარებაში ადანაშაულებს.
საგარეჯოში კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან
განხორციელებული სროლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაიჭრა.
მათ შორისაა შინაგანსაქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის
რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარეობს ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატი
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. მასში მონაწილეობენ თბილისის ორივე
კლუბი, თელავისა და ქუთაისის გუნდები.
16, 17 და 18 დეკემბერს თბილისში კიკბოქსინგის საქართველოს ჩემპიონატი
გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას თბილისის კლუბ „მგლების“
გურჯაანელი მებრძოლებიც იღებდნენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების
(ISFED) ინიციატივით ჩატარებულ ვიქტორინაში, გამარჯვებული
გურჯაანის #1 სკოლის გუნდი „დემოკრატები“ გახდა.
მიმდინარეობს ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატი
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. მასში მონაწილეობენ თბილისის ორივე
კლუბი, თელავისა და ქუთაისის გუნდები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები