გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
შეგახსენებთ, რომ დღეს გურჯაანში მერის შუალედური არჩევნებია, სადაც
მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი
მაჭავარიან მონაწილეობს.
არჩევნები 36 საოლქო-საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს, მათგან 28
უბანზე არჩევნები ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
ტარდება, დანარჩენ 8-ში კი ტრადიციული მეთოდით.
მასალის გამოყენების პირობები