პოლიტიკა
მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო ისიც დაიკარგა-პრემიერი პრეზიდენტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
მისივე თქმით, ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული.

"რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს საერთოდ ევროპაში, მე ვფიქრობ ეს მეტად სამწუხარო ფაქტია. თქვენ თუ გაიხსენებთ, შარშან და უფრო მანამდეც არცერთი შემთხვევა არ არსებობს, ვერავინ ვერ გაიხსენებს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე. უფრო მეტიც, მე მას პირიქით, მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასოდეს არ შემიზღუდავს მისი გადაადგილება.

მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული, მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა თურმე და ჩვენ ხელისუფლება არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ამ 12 რეკომენდაციას. მას აქვს ნათქვამი ისიც, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. აქვს რაღაც ბუნდოვანი განცხადება გაკეთებული, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის ბუნდოვანი, თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი.

ამ დროს როცა ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ ბუნებრივია, ჩვენს შორის ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო, დაიკარგა და მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი, თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის. ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ, იქ რომ ჩავიდოდა, არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული რას ილაპარაკებდა ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი. იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის დღეს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი.

ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი. ეს არის პირდაპირ საბოტაჟი და წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც შეაფასა, მისი თქმით, გუნდი იძულებული იყო მოეხდინა რეაგირება, რადგან პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

"როცა ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და არღვევს კანონს, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე რაღაცის გაფუჭებაზე, მითუმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება არის ვალდებულება. ანუ ვალდებული, იძულებული ვიყავით ჩვენ, ჩვენი გუნდი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, ფორმალური რეაგირება. იმიტომ, რომ ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. რაც შეეხება სტატუსზე ასახვას, იმპიჩმენტზე ჩვენ ვთქვით ღიად, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა.

იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს ამ ადამიანის მიმართ. გაუგებარია მისი ეს ქმედებები, იცით, რომ ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მისი არაერთგზის გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. ახლა რაც შეეხება სტატუსს. რამდენად კავშირში არის სტატუსთან, საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და შესაძლო კანონის დარღვევა სტატუსთან.

მე ევროპელ ლიდერებს ვეუბნები ყველას ვუთხარი, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა აბსოლუტურად . მაგრამ ჩვენ ვიყავთ ვალდებული, რომ ამაზე რეაგირება მოგვეხდინა. ერთი რამ მინდა ვთქვა, მთავარი მინდა შეგახსენოთ ყველას ქალბატონი სალომე, რომელი ქვეყანასაც წარმოადგენს საფრანგეთს წარმოადგენს და წარმოადგენდა ასე დავაკონკრეტებთ, ასე ვიტყვით იმიტომ, რომ რთული იქნება დღეს ამის თქმა. საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ შეძლო მან შარშან მაგალითად, გახსოვთ რომ ერთადერთი ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, ჭრილში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი.

მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა საკუთარი, მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს როგორც უნდა ისე გადაალაგოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და ასეთ ვითარებაში მითუმეტეს ასეთი რთული გეოპოლიტიკის დროს გეოგრაფიაზე მინიშნება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. სალომე ზურაბიშვილმა ეს ვერ მოახერხა, რომ დაერწმუნებინა" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე
შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი
სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის
ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
16:34 / 11.09.2023
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის
უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ
ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.
15:59 / 08.09.2023
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და
მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი,
ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური
გადაწყვეტილება
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
14:01 / 08.09.2023
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ
ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის
რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და
ინკლუზიური პროცესი...
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი...
13:48 / 08.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 13 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 9 °C
img
სიღნაღი 5 / 14 °C
img
ლაგოდეხი 5 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 13 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 13 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.