პოლიტიკა
ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია-პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მოქმედებს თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე.
მისი განმარტებით, ჩიხი 19 აპრილის ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლის შედეგი იყო, რამაც ცესკოს ფუნქციონირებაში შეფერხება გამოიწვია. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ საკითხის განხილვის აუცილებლობას და  სათანადოდ ჩამოყალიბებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის არსებობის მნიშვნელობას.

„რაც შეეხება კონკრეტულად ცესკოს შესახებ კანონს, რიტორიკასთან ეს ნაკლებადაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში მარტივად, რომ ვთქვათ რასთან გვაქვს საქმე, არსებული კანონი, რომელიც ეფუძნებოდა თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებას, ითვალისწინებდა ჩიხს, ნუ რეალურად დღეს ცესკო არის ერთგვარ ჩიხში შესული, ცესკო თავმჯდომარე და ორი წევრი არიან არჩეული დაახლოებით ორი წლის წინ ექვსი თვის ვადით და მათ მხოლოდ იმის გამო უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა, რომ ახალი თავმჯდომარე და წევრები არ არიან არჩეული, ეს არის ჩიხი ანუ სუსტი ლეგიტიმაცია, ეს არის ჩიხური ვითარება ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის.

ეს ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც ჩაიდო თავის დროზე საბოტაჟის წყალობით, ასე ვთქვათ 19 აპრილის შეთანხმებაში, ახალი კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას, ეს ჩვენ განვმარტეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და ჩვენი არგუმენტები ძალიან კარგად იქნა მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს, შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ჩვენი პოზიციის მკაცრად დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ჩანაწერი ვენეციის კომისიის დასკვნაში, მათ შორის შეგახსენებთ სრული ნონსენსია მოცემული მოქმედ კანონში, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა, ნუ ასეთ ნონსენს, როცა გვირჩევენ ბუნებრივია ჩვენი ვალია წარმოვადგინოთ არგუმენტები და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მიესადაგება ცესკოს მიუკერძოებლობის და ეფექტიანობის ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.