რეკლამა
თიბისი ბანკსა და FMO-ს შორის 80 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
25 იანვარს, თიბისიმ და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც FMO და სინდიკატში შემავალი საფინანსო ორგანიზაციები თიბისის 80 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ, სინდიცირებულ სესხს გამოუყოფენ.

მიღებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი კოსგუნმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი და დანიისა და ფინეთის საელჩოების წარმომადგენლები.

ამ შეთანხმების თანახმად, თიბისის ფინანსურ რესურს გამოუყოფს 6 ევროპული ორგანიზაცია. ესენი არიან ფინური ფონდი ინდუსტრიული თანამშრომლობისთვის (Finnfund), დანიის საინვესტიციო ფონდი განვითარებადი ქვეყნებისთვის (IFU) და განვითარებადი ბაზრების დაკრედიტებაზე ორიენტირებული ILX Fund-ი (ILX).

ამას გარდა, სინდიკატის წევრები არიან თიბისი ბანკის დიდი ხნის პარტნიორები BlueOrchard Microfinance Fund-ი (BOMF), Green for Growth Fund-ი (GGF), და FMO, რომელიც ასევე ტრანზაქციის სინდიცირების აგენტია. აღნიშნული ტრანზაქცია, მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის უმსხვილესი სინდიკატია, რომელიც უზრუნველყოფილია FMO-ს მიერ ახალი Basel 3 ჩარჩოს ფარგლებში.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და FMO-ს შორის მორიგი სინდიცირებული ტრანზაქცია გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მივიღებთ ფინანსურ რესურს 6 წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტისგან. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისი ბანკის კაპიტალის პოზიციას და ხელს შეუწყობს მის მდგრად ზრდას, განსაკუთრებული ფოკუსით ინკლუზიურ დაფინანსებაზე. FMO იყო თიბისის პირველი პარტნიორი ინსტიტუტი, რომელთანაც სინდიცირებულ სუბორდინირებულ სესხზე, 10 წლის წინ სადებიუტო გარიგება შედგა და ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულება ჩვენს ინსტიტუტებს შორის კარგად ჩამოყალიბებული, ძლიერი პარტნიორობის მორიგი დასტურია.

მსურს მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა და სინდიკატის ყველა წევრ ფინანსურ ინსტიტუტს მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის.

განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან, IFU, FinnFund და ILX-თან, თანამშრომლობის საწყისია. მოუთმენლად ველით კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებას მომავალში,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„თიბისი ბანკსა და FMO-ს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. თიბისი ჯგუფს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია მკაცრი პოლიტიკითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ამიტომაც ძალიან ვამაყობთ ამ ახალი ინვესტიციით, რომელიც გამოყენებული იქნება თიბისი ბანკის კაპიტალის გაძლიერებისთვის და მწვანე პორტფელის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ასევე, მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული გარიგება თიბისისთვის ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის დასაწყისია. მადლობას ვუხდით თიბისის გუნდს და ჩვენს საინვესტიციო პარტნიორებს ამ ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ - რუჰი კოსგუნი FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერი.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები FMO / TBC / ბანკი / თიბისი /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული
მილი“.
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27.05.2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს
შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ
ფინანსების მართვის უნარები.
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23.05.2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია.
თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით,
გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ
ხორციელდება.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22.05.2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.