რეკლამა
გაიცანით თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“
თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!

გთავაზობთ ნომინაცია „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ ფინალში გასულ კომპანიებს:

3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების მწარმოებელი კომპანია HIGHWAY VFX-ი 2018 წელს 4 მეგობარმა დააარსა. მათი მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან, გლობალურ მასშტაბებზე გასვლა და საქართველოს ანიმაციის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იყო, რაც, პირველ რიგში, ხარისხზე ორიენტირებულობითა და ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების ადგილობრივ სივრცეში განვითარებით უნდა მიღწეულიყო.

შესაბამისად, „ჰაივეიმ“ ძალისხმევა, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე მიმართა და თითქმის ყველა მასშტაბური ადგილობრივი ბრენდის პროექტში მიიღო მონაწილეობა. სწორი ხედვა და განვითარების სურვილი სტუდიის წარმატების მთავარი კატალიზატორი გახდა და ძალიან მალე „ჰაივეის“ პორტფოლიოს ისეთი წარმატებული და გლობალური ბრენდების პროექტები შეემატა, როგორებიცაა Honda-ი, Nissan-ი, Airbus-ი, Suzuki, Samsung-ი.

„გაგვიმართლა, რომ კომპანიის დამფუძნებლები საერთო ინტერესის და მიზნების გარშემო გავერთიანდით. კომპანიის დაარსების დღიდან განსაზღვრული გვქონდა, საით მივდიოდით და როგორი უნდა ყოფილიყო „ჰაივეი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ახლა ზუსტად ამ გზის ნახევარი გავიარეთ. შეიძლება ვთქვა, რომ უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამაზე მხოლოდ ამ 5 წლისთავზე დაგროვილი გამოცდილება მალაპარაკებს. მგონია, რომ სწორედ ეს წელიწადი არის იმ დიდი მიზნების და გეგმების ხორცშესხმის დრო, რომელიც სტუდია „ჰაივეის“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე, ოკეანის მიღმა გაყვანას და მსოფლიო კინოინდუსტრიის მოთამაშეებთან პარტნიორობას გულისხმობს. ამისთვის ყველანაირი ნიადაგი მომზადებული გვაქვს და გვგონია, ამ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, თიბისის ბიზნესდაჯილდოება ჩვენი კომპანიის წარმატების ისტორიაში დადებს აგურს!“ - ამბობს HIGHWAY VFX-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ლევან ლაფაჩი.

ბიზნესდაჯილდოების მეორე ფინალისტია მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია, გამომცემლობა და ლეიბლი „სტოქტონ რექორდსი“. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და ქართული მუსიკის ინდუსტრიის განვითარება იყო. საქმიანობის დაწყებიდან მალევე, კომპანიამ მზარდი განვითარება დაიწყო, რამაც დამფუძნებლები მიახვედრა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი საქმის კეთება ჰქონდათ დაწყებული. მოკლე დროში გაიზარდა პარტნიორების, ბრენდებისა და წარმატებული პროექტების რაოდენობა, კომპანიამ სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც განხორციელებული პროექტების ხარისხზეც აისახა, გაფართოვდა კომპანიის ოფისი, რომელიც სტუდიასა და ჰაბს მოიცავს.

დღეს „სტოქტონი“ისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Bedford Falls-ი, კორძი (korz), Moku Moku, სირკუს-მირკუსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ბრუნტეტი“ - თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა, რომლითაც „სტოქტონმა“ უკვე განახორციელა ტური საქართველოში და საერთაშორისო პროექტი KORDZ x Sakamoto, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა.

„კომპანიამ იმდენად სწრაფად დაიწყო განვითარება, რომ, რაღაც მომენტში, ამ პროცესებისთვის ფეხის აბმა თავადვე გაგვიჭირდა. მიმაჩნია, რომ განვითარების ამ ეტაპზე საჭიროა კომპანიის ცნობადობის ამაღლება, იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია უკვე ნდობის ნიშანია. დადგა დრო, კომპანიის საიმიჯო ზრდაზე ვიფიქროთ. თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანია სტრატეგიულად, საიმიჯოდ და ბრენდულად განვითარდეს. მას სჭირდება რებრენდინგი, ასევე ვებსაიტი. გამარჯვების შემთხვევაში, 2024 წლიდან ამაზე ვიზრუნებთ.“ - ამბობს „სტოქტონის“ დამფუძნებელი, კოკა გოგოხია.

ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი ფინალისტია „კავეა პლუსის“ მიერ შექმნილი პირველი ქართული სტუდენტური სერიალი „ცვალებადი ნიშნები“. სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. ცვალებადი ნიშნების პირველი სეზონი ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი უმოკლეს დროში გახდა და ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მასშტაბური წარმატების პრეცედენტი შეიქმნა - სოციალურ ქსელში, „ტიკტოკი“, ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო „კავეა პლუსზე“ სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ 3-მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ ორი სეზონია დაგეგმილი.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდამჭერი პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
[R]


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული
მილი“.
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27.05.2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს
შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ
ფინანსების მართვის უნარები.
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23.05.2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია.
თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით,
გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ
ხორციელდება.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22.05.2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 28 °C
img
დ.წყარო 15 / 25 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.