სამართალი
გურჯაანის სასამართლოში ბრალდებულმა პოლიციელს აგინა
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების, კახა მახარაშვილისა და შოთა ჭიღლაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ისინი 2016 წლის 12 თებერვლის ღამეს, დაახლოებით 2 საათზე, გურჯაანში, ოქტომბრის ქუჩაზე დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან. ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები ლევან აფიცაური და ილია მეგრელიშვილი, ასევე დეტექტივ-გამომძიებელი ივანე დულარიძე და მთავარი ექსპერტი როინ ბეჟაშვილი.

ინსპექტორ-გამომძიებლის, ლევან აფიცაურის ჩვენება- სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით მე, ნიკა შერბაკოვი და ზაქარია სამადაშვილი. დაახლოებით ღამის ორ საათზე, „პაპას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შევნიშნეთ 2 პირი, მათ ვიცნობდით, ვიცოდით რა პიროვნებებიც იყვნენ. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ. მივედით და ვკითხეთ, რა ხდებოდა, რამე ხომ არ უჭირდათ. ავუხსენით, რომ უნდა გადაგვემოწმებინა, აგრესიულები გახდნენ და გინება დაგვიწყეს. უნდა დაგვეკავებინა ადმინისტრაციული წესით, უარესად გამოხატეს აგრესია, დაიწყეს ფეხების და ხელების ქნევა. ზაქარიამ გადასცა მეორე ეკიპაჟს რომ მოგვხმარებოდნენ. მოვიდნენ რევაზ ქადაგიშვილი, ალექსანდრე შაკიაშვილი და ილია მეგრელიშვილი. დავაკავეთ და გადავიყვანეთ სამმართველოში. სახის არეში გვირტყავდნენ, სამივეს დაგვიხიეს სამსახურებრივი ფორმა.

დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ბრალდებულმა შოთა ჭიღლაშვილმა ლევან აფციაურს არაერთხელ შეაგინა, რის გამოც მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დარბაზი დაატოვებინა. დარბაზიდან მოსამართლემ წესრიგის დარღვევისთვის კიდევ რამდენიმე პირი გააძევა.

დაკავებულების ახლობლების მხრიდან პოლიციელების მიმართ აგრესიის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა სამართალდამცველებს წინა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგაც მიაყენეს.

მთავარმა ექსპერტმა როინ ბეჟაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ნიკა შერბაკოვის, ლევან აფიციაუარისა და ზაქარია სამადაშვილის სამსახურებრივი ფორმა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანებული.

ბრალდებულების ადვოკატის მაია უტიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს უდანაშაულოდ სცნობენ და წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

„სასამართლო სხდომაზეც იკვეთება, რომ მათი მხრიდან ერთადერთი რაც შეიძლება ყოფილიყო, ესაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამისთვის ისინი ადმინისტრაციული წესით უნდა დასჯილიყვნენ. პოლიციის მხრიდან მათი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ყოფილი პოლიციის უფროსის გიორგი კრაწაშვილის დროს, პოლიციელების მოქმედება ხშირად იყო ყოფილი პატიმრების მიმართ აგრესიული. იმის ნაცვლად, რომ ყოფილ მსჯავრდებულებს ექცეოდნენ მეტი სიფრთხილით და ხელი შეუწყონ მათ რესოციალიზაციას საზოგადოებაში, პოლიციელები აგრესიულად ელაპარაკებიან, ცდილობენ მათ გამოწვევას, თავს აბეზრებენ ხშირი შემოწმებით. მათი ფსიქიკა ისედაც დაზიანებულია, ყოფილი ხელისუფლების დროს მძიმე წლებში მოიხადეს სასჯელი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჭიღლაშვილზე და მახარაშვილზე პოლიციის მაშინდელი უფროსის, კრაწაშვილის მხრიდან განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, იყო დამცინავი დამოკიდებულებაც. ფულიც მოსთხოვეს გათავისუფლების სანაცვლოდ. ამისი მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. მათ მიერ გადაღებული ვიდეოფირი არ არსებობს, გაქრა.“- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. მორიგი სასამართლო სხდომა 7 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27.03.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21.02.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 18 °C
img
საგარეჯო 11 / 16 °C
img
დ.წყარო 11 / 14 °C
img
სიღნაღი 13 / 19 °C
img
ლაგოდეხი 12 / 16 °C
img
ყვარელი 13 / 18 °C
img
თელავი 12 / 16 °C
img
ახმეტა 11 / 15 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.