კახეთის პოლიციის დეპარტამენტს თეიმურაზ კალანდაძე უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა.
ამ დრომდე ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის
თანამდებობას იკავებდა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც
მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
ცნობისთვის,ორივე მათგანს სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა
სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები